17:10 31-07-2017
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვაში პირველი ვარჯიში გამართა [VIDEO]
AutoSharing Option
მოთამაშეებმა ძირითადად ტრენაჟორებზე ივარჯიშეს, რათა ავსტრიიდან ლატვიის გავლით მგზავრობის შემდეგ სხეული ტონუსში მოეყვანათ და საღამოს ვარჯიშს მომზადებულნი შეხვედროდნენ.
უნივერსიტეტის სატრენაჟოროდან ნაკრების წევრებმა დარბაზში გადაინაცვლეს და სროლებში ივარჯიშეს. კალათბურთელებს დილის ვარჯიშზე მთავარი მწვრთნელი არ გაჰყოლია: გუნდი გიორგის ვავეცისმა და იურიცა გოლემაცმა მოამზადეს.
ნაკრების 14 კალათბურთელიდან მხოლოდ ბექა ბურჯნაძეა, რომელიც გუნდთან სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს, თუმცა ექიმების განცხადებით რამდენიმე დღეში ის მწყობრში ჩადგება.
საღამოს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები "კლაიპედოს არენაზე" ივარჯიშებს, სადაც 4 და 5 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.
4 გვისტოს საქართველო ტურნირის ნახევარფინალში ლატვიის ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელსაც NBA-ს ამომავალი ვარსკვლავი კრისტაპს პორზინგისიც ჰყავს და ძმები - დავიდ და დიარის ბერტანსებიც.
მეორე ნახევარფინალში ლიტვა პოლონეთს შეხვდება, ხოლო 5 აგვისტოს გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები მე-3 ადგილს გაითამაშებენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მიეშველეთ კაცო რამე არ დაიზიანოს...(იხ.ვიდეო)
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული