ილიას ზუროსი: ეს მატჩი ჩვენთვის პირველი სერიოზული ტესტია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირის დაწყებამდე გუნდში არსებულ მდგომარეობასა და სამზადისზე ისაუბრა.

- საქართველო VS ლატვია - ფაჩულიასა და პორზინგისის გარეშე

საქართველოს ნაკრები ტურნირზე დღეს ლატვიას დაუპირისპირდება. თამაშის წინა დღეს კი ქართველმა კალათბურთელებმა წვრთნა "შვიტურიუ არენაზე" ჩაატარეს. ზუროსმა გუნდი ძირითადად სათამაშო ტაქტიკაზე ავარჯიშა.

"გეტყვით, რომ ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის პირველი, ყველაზე სერიოზული ტესტია. უნდა ვითამაშოთ ტურნირში, სადაც გაცილებით მაღალი დონის გუნდები გამოდიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ კარგი თამაში, განსაკუთრებით, დაცვაში.

ამ მომენტისთვის ბევრი არ გვიმუშავია
ტაქტიკაზე, რადგან ვცდილობდით, გაგვეუმჯობესებინა გუნდის ფიზიკური მდგომარეობა. თუმცა, ბევრი კარგი რამ გაკეთდა, გადავდგით სწორი ნაბიჯები, მეტად შეთამაშდა გუნდი...

თბილისში უკვე ზაზაც შემოგვიერთდება და გუნდი სათანადოდ მომზადებული შეხვდება ევრობასკეტს", - თქვა ზუროსმა.

მომავალი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმაც გააკეთა:

"გუნდში ნამდვილად კარგი, პოზიტიური სიტუაციაა. მესამე თამაშს ვითამაშებთ. ეს იქნება პირველი უფრო რთული მატჩი, ვიდრე აქამდე გვქონია და იმედია, რომ დადებითად ჩავატარებთ ამ თამაშს და დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტუღუშს მრავლისმეტყველი სახე აქვს . დიდი სტრატეგია
orlando
15:09 07-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული