საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 (25:21, 8:19, 25:19, 23:11) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულით მოიგო. ლიტვის ნაკრები მეორე მეოთხედში გამოფხიზლდა, ქართველმა კალათბურთელებმა კი მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ტაიმი 33:40 დათმეს.

შესვენების შემდეგ ზუროსის შეგირდებმა შეძლეს მობილიზება, მესამე მეოთხედი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, საერთო
ანგარიშში კი სხვაობა ქულამდე შეამცირეს.

ბოლო მეოთხედი მთლიანად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით გიორგი შერმადინი (17 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და გიორგი ცინცაძე (10 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. 13 ქულა იყო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე, 12 ქულა მიითვალა მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 10.

- საქართველო-ლიტვა 81:70 [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 63 /
არაფრად არ ვარგა ათასერ უკეთესი იყო ძველი დიზაინი.მაგის გულისთვის არ შევდიოდი აჯარა სპორტზე.არშეიძლება ძველი ფოპტმატის აღდგენა.
დათო კვენეტაძე
06 აგვისტო 2017 12:34
0
ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას გუნდს ეტყობა მწრთვნელის ხელი ზუროსის ხელში აშკარად მოუმატეს. რაც შეეხება საიტს დააბრუნეთ ძველი ვერსია
mamulicha
06 აგვისტო 2017 11:42
0
კარგები ხარტ ბიჭებო სპორტალი გააბანძეთ გადავედი ცემპიონატ რუ ზე
avto
06 აგვისტო 2017 11:36
0
უდავოდ ზუროსი ჯობია!
ბრავო ბიჭებს, მეიმედებიან და მეამაყებიან..
ისე, ზოგიერთ მომენტში ძალიან წაიჩერჩტებენ ხოლმე, კონცენტრაცია ეკარგებათ...
საიტი არც მე მომწონს, ძალიან ეკლექტიკური და დაულაგებელია. უსისტემო
ბადრი
06 აგვისტო 2017 11:03
0
საიტი
გაბანძდა, ვეღარ ვიგებ სად რა ე
წავიკითხო.
Eduard
06 აგვისტო 2017 10:56
0
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას. იქნებ დააბრუნოთ ძველი დიზაინი, ეს საშინელებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა სპორტულ საიტებს მივანიჭებ უპირატესობას.
დათო
06 აგვისტო 2017 10:36
0
მაგრად ითამაშეს. ყოჩაღ! ახალი დიზაინი საუკეთესო არ არის, მაგრამ ძველს ჯობია 10-ჯერ. ძველი საიტი უძრაობის პერიოდს მაგონებდა. დახვეწავთ ამ ახალ საიტსაც და ყველაფერი კარგად იქნება. ერთადერთი მინდა მეტი ოპერატიულობა გისურვოთ. ინტერნეტის ეპოქაში თამაშების სტატისტიკა არ გიდევთ. თუნდაც ამ ტურნირის
გიორგი
06 აგვისტო 2017 10:34
4
გემუდარებით~ დააბრუნეთ ის ძველი საუცხოო საიტი. ღმერთმა სულ გამარჯვებული ატაროს ჩვენი სამშობლო,როგორც იქნა გამარჯვებულმა და გახარებულმა დავიძინე,დაე ეს გამარჯვება ყოფილიყოს საწინდარი დღეიდან ყოველ საქმეში გამარჯვების მომტანი,თორემ გაგჯა გული ამდენი დამარცხების გამო,ფეხბურთში,პოლიტიკაში,კაცის არ კიაცობის გამო,ქალის არ ქალობის გამო,სწავლის დაბალი დონის გამო, უფროს უნცროსობის და ღირსების მოშლის გამო,გაიხარეთ ქართველო კათბურთელებო და სულ გამარჯვებით იარეთ სამშობლოს სადიდებლად..ამინ
მამუკი
06 აგვისტო 2017 10:32
0
ზუროსი მართლაც უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი ჩანს.
წარმატებები ბიჭებო.
მახო
06 აგვისტო 2017 09:47
0
ბიჭებს ბრავო ! ! ! აი საიტს რაც შეეხება : კარგია განვითარება, მაგრამ ამავდროულად საჭიროა სწორათ განვითარდე. 1. საიტიდან ნიუსის გაგება ზედმეტადაა გაძნელებული. 2. ეს ვერსია ძველი ვერსიის მსგავსად ნელია, შესამჩნევლათ ნელი! 3. აგდებს კალოშ-კეტების დროინდელ ნიუსებს მაგ: კალათბურთის თეგში. მეზარება ტესტი ყველაფერს ჩავუტარო, მაგრამ ძირითადი ესაა რა.
პ.ს კომენტარის გაკეთებას მგონი ეშველა და გილოცავთ ყუელას -;)
მეფე გიორგი
06 აგვისტო 2017 09:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული