საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 (25:21, 8:19, 25:19, 23:11) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულით მოიგო. ლიტვის ნაკრები მეორე მეოთხედში გამოფხიზლდა, ქართველმა კალათბურთელებმა კი მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ტაიმი 33:40 დათმეს.

შესვენების შემდეგ ზუროსის შეგირდებმა შეძლეს მობილიზება, მესამე მეოთხედი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, საერთო
ანგარიშში კი სხვაობა ქულამდე შეამცირეს.

ბოლო მეოთხედი მთლიანად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით გიორგი შერმადინი (17 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და გიორგი ცინცაძე (10 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. 13 ქულა იყო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე, 12 ქულა მიითვალა მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 10.

- საქართველო-ლიტვა 81:70 [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ეს სამიანები გამოვასწორეთ და შედეგიც დაიდო
მიშა
06 აგვისტო 2017 09:37
0
ეს საიტიც გინდათ გააფუჭოთ? რატო შეცვალეთ
koka
06 აგვისტო 2017 09:32
0
ძველი დააბრუნეთ სასწრფოთ. სასწრაფოთმექი
oto.
06 აგვისტო 2017 09:31
0
დააბრუნეთ საიტის ძველი დიზაინი!რა ჯანდაბაა ეს???
alex
06 აგვისტო 2017 08:52
0
კარგია ახალი დიზაინი მაგრამ ძალიან მატერიალ არის და მეორე შენიშვნა, რეკლამების პანელი უფრო დიდია ვიდრე ტექსტი და აღარ გახსოვს რომელიუუნდა წაიკითხო
დინამო
06 აგვისტო 2017 08:49
2
Magazine yarrow saiti gaaaketes dzveli atasjer jobda.biwebi magrebi arian
Dani
06 აგვისტო 2017 08:17
0
მაგრად მასიამოვნეს კარგი თამაშით,მადლობა ბიჭებს. საიტს უშველეთ რა გჭირთ დავიჯერო თქვენ თითონ მოგწონთ?
გიორგი
06 აგვისტო 2017 07:21
0
საიტის ძველი ვერსია ბევრად უკეთესი იყო !!!!! აქ ჭირს ძებნა !!!! მიხედეთ ამ საქმეს !!!!
მიშა63
06 აგვისტო 2017 07:07
0
დააბრუნეთ ძველი დიზაინი
girogi
06 აგვისტო 2017 04:51
0
კარგი იყო მოლოდცი
imereli
06 აგვისტო 2017 02:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული