11 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 87:76 დაამარცხა. ნაკრებში დაბრუნებულმა NBA-ს ჩემპიონმა 14 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]
"ვფიქრობ რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. ჩეხეთის ნაკრებს გამოკვეთილი ცენტრი არ ყავთ და ეს გამოვიყენეთ.
ყველას ვერ შეაჩერებ, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში საკმაოდ დამაჯერებლად ვითამაშეთ. მთავარია გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ვფიქრობ,
გვაქვს ჩვენი სისტემა და ამ სისტემის მიხედვით ვმუშაობთ. ჩემთვის წელს ნაკრებთან პირველი თამაში იყო და რაც უფრო დრო გავა და მივუახლოვდებით ევრობასკეტს, უფრო წინ წავალთ, უფრო დაიხვეწება თამაშის ხარისხი.
ბექა ბურჯანაძე გამოგვაკლდება, თუმცა ტრავმები სპორტის ნაწილია და ის ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. მთავარია მოირჩინოს ტრავმა, რადგან წინ სერიოზული სეზონი ელოდება ესპანეთში. იმედს ვიქონიებ მალე დაუბრუნდება მოედანს", - თქვა ფაჩულიამ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით