საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მერიის თასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
13 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სპორტის სასახლეში, თბილიის მერიის თასზე ჩეხეთთან მეორე მატჩი გამართა. ილიას ზუროსის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით 68:64 დაამარცხეს.

პირველი პერიოდი საქართველოს საკმაოდ ცუდად დაიწყო. ქართველი კალათბურთელების უმეტესობას სიზუსტემ აშკარად უმტყუნა. ასევე მოიკოჭლებდა დაცვა და მაღალი იყო ტექნიკური წუნი. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა პირველ პერიოდში 12:19 წააგო.

მეორე პერიოდი საქართველომ უკეთ ჩაატარა და 19:18 მოიგო, თუმცა ტექნიკური წუნი და სიზუსტე ზუროსის შეგირდებმა კვლავ ვერ აღმოფხვრეს. გიორგი შერმადინის შემოსვლა ნაკრებს აშკარად წაადგა. მოედანზე ყოფნის განმავლობაში შერმადინმა 7 ქულა მიითვალა.

მესამე
პერიოდში საქართველოს ნაკრებმა გარდატეხა შეიტანა მატჩის ანგარიშში და 51:47 დაწინაურდა. საბოლოოდ საქართველომ ანგარიშით 68:64 მოიგო და მერიის თასის მფლობელი გახდა.

სპორტის სასახლე. მერიის თასი
საქართველო-ჩეხეთი 68:64
12:19, 19:18, 20:10, 17:17

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ასევე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 87:76 დაამარცხა.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
ევრობასკეტზე ასეთი მოკლე სკამით შანსი არ გვაქვს, ამას თუ დავუმატებთ მაკკოიშვილ- სანაძის არასტაბილურობას და ცინცაძის ზვარგადასულ შეცდომებს, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს შედეგი.
avtandil
15 აგვისტო 2017 12:01
0
მოსამზადებელ პერიოდში უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა ეძლეოდეს მათ, ვისაც ზუროსი მოიაზრებს შვიდეულთან ერთად. გუშინდელი თამაში კი მზადების ერთერთი საფეხურია და ნუ ვიქნებით ნამეტანი მკაცრები.
guri
14 აგვისტო 2017 11:12
0
წინა ევრობასკეტზე იმიტომ ვერ გავქაჩეთ რომ 5 კაცის მხრებზე გადადიოდა ყველაფერი და გადაიღალნენ. ახლაც იგივე თუ მოხდა წაგებისთვის განწირულები ვართ. რკინის არავინ არის. იგივე ჩეხებმა კალათბურთის გაკვეთილი ჩაგვიტარეს მაშინ მაგ გადაღლილობის გამო
gio
14 აგვისტო 2017 11:06
0
,,შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ასევე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 87:76 დაამარცხა.,, იფ, რა გამართული წინადადებაა!
ზურა
14 აგვისტო 2017 10:32
0
ძალიან, ძალიან ცუდად ითამაშეს...
Gela
14 აგვისტო 2017 10:32
0
cudad itamashes, kombinaciebis gatamasheba saertod ar gamosdit, individualurad gadian fons, msajic cota wagvexmara da uliderod chamosul sashualo donis chexetis nakrebs gachirvebit movuget.
dato
14 აგვისტო 2017 10:25
0
სანიკიდზე რატო არ არის სადა
jaba
14 აგვისტო 2017 07:30
0
მარკოიშვილი... ვერ გევიგე! (ქუთაისური აქცენტით). ვაღიაროთ, რომ არც ადრე იყო ძალიან სტაბილური და ახლა ხომ საერთოდ... რა გახდა ეს სამიანები. ადექი და ივარჯიშეთ რა მაქსიმალურად სამიანებზე. აქილევსის ქუსლი ხომ იყო ჩვენთვის ეს სამიანები და ახლა კიდევ უარესი გვემართება, 17 სამიანიდან მხოლოდ 5 ჩაგდებული. იგივე ეხება სანაძეს და ცინცაძესაც.
Z.LO
13 აგვისტო 2017 23:23
0
ჩეხებთან მოგება და მერიის თასი კარგია და მისალოცი.მაგრამ პერიმეტრზე ამდენჯერ მოწინააღმდეგის მსროლელების თავისუფლად დატოვებას,სამქულიანების გამოყენების კატასტროფულად დაბალ პროცენტს და ამდენ ბურთის უაზრო დაკარგვას უფრო მაღალი კლასის გუნდები,ჩვენს ჯგუფში რომ ითამაშებენ,არ გვაპატიებენ. ღმერთმა ქნას გამოასწორონ ეს ხარვეზები დარჩენილ ორ კვირაში.წარმატებები!!!
13 აგვისტო 2017 22:20
0
აბა წავიდა ვაი ვიში და ტირილი. იმის მაგივრად ბიჭეს მიულოცოთ, მადლობა უთხრათ და გზა დაულოცოთ ახალი წარმატებისკენ.რა ხალხი ხართ.
ჯონდო
13 აგვისტო 2017 22:19
4
sxvebis azrebs nu akritikeb, shen mogewona? dawere rom mogewona da magit daasrule.
dato
14 აგვისტო 2017 11:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული