საბერძნეთი-საქართველო 71:72 - ბუ! ბერძნები საბერძნეთში გავაოცეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბერძნეთი, ათენი, O.A.K.A. არენა, საბერძნეთი-საქართველო. საფინალო სირენამდე:

2:35 წუთი: მანუჩარ მარკოიშვილი მაიკლ დიქსონის გადაცემის შემდეგ ჩვეულად აიწია და სამქულიანით ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა (67:69). რომ არა ეს სამიანი, თამაშს, ალბათ, ვერ მოვიგებდით...

0:58 წამი:
თორნიკე შენგელია ერთი-ერთზე თამაშით პრინტეზისს კარგად დაუსხლტა და მარცხენით სხვაობა კვლავ ორამდე დაიყვანა - 69:71. რომ არა ეს ორქულიანი, თამაშს, ალბათ, ვერ მოვიგებდით...

0:16 წამი:
გიორგი ცინცაძემ ბურუსისის ხელიდან სამქულიანი ზუსტად სტყორცნა და - 72:71. აქ სიტყვა "ალბათის" გამოყენება საჭირო აღარაა - რომ არა ცინცაძის
ეს სამიანი, მატჩს ნამდვილად ვერ მოვიგებდით. მატჩის საუკეთესო მოთამაშეზე ალალი იყო ასეთი სამიანი და შეხვედრის გმირის წოდებაც.

0:02 წამი:
პრინტეზისმა საშუალო დისტანციიდან ჩვეული მოძრაობით სტყორცნა, სწორედ ისე, ევროლიგაზე საჩემპიონო მატჩები რომ მოუგია, თუმცა ამჯერად ვერ ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა: საბერძნეთში საბერძნეთი დაამარცხა!

თუ ზედა სამი აბზაცი საქართველოს ნაკრების შეტევას დავუთმეთ, ბოლო აბზაცში კარგ დაცვაზე გავამახვილეთ ყურადღება, ამის გარეშე ხომ გამარჯვების შანსი არც გვექნებოდა. თავად განსაჯეთ: ბოლო სამ წუთში საბერძნეთმა ოდენ ორი ქულა ჩააგდო.

- ილიას ზუროსი: თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მოგებით დიდი გუნდი გავხდით, არასწორია
- ბერძენმა კალათბურთელმა ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

I - სკამი
მატჩის ოთხივე პერიოდი სხვადასხვაგვარი იყო, სხვადასხვა სურათი დაგვიხატა და სხვადასხვა ნიუანსზე დაგვაფიქრა.

ბერძნებს ნომინალურ ცენტრად სასტარტო ხუთეულში პაპაიანისი ჰყავდათ, გიორგი შერმადინზე (216 სმ) ერთი სანტიმეტრით მაღალი ცენტრი. თუმცა პაპაიანისმა დაგვანახა, რომ მხოლოდ სიმაღლე კალათბურთში ბევრს ვერაფერს წყვეტს. მას ძალიან უჭირდა პოზიციების ისე შერჩევა, რომ ქართველი ცენტრი კალათთან არ მიეშვა. შედეგად, შერმადინი შეტევებს უბრალო ტყორცნით კი არა, ჩატენვებით აგვირგვინებდა, საქართველოს ნაკრების საწყისი 6 ქულა სწორედ მან მოინაგრა. თუმცა დასაწყისშივე მიიღო ორი ფოლი და მწვრთნელმა იგი 17 წლის გოგა ბითაძით შეცვალა.

ასეთ დარბაზში, ასეთი დონის კალათბურთელების წინააღმდეგ გოგას აქამდე არ ეთამაშა და დრო დასჭირდა დასამშვიდებლად. კარგია, რომ მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ ახალგაზრდას საკმარისი დრო მისცა, რათა ეგრძნო, რომ პრინტეზისის წინააღმდეგ დაცვაში თამაშიც შეუძლია და შეტევაშიც.

მეოთხედის ბოლოს ბითაძესთან ერთად მოედანზე სხვა სათადარიგოები გამოჩნდნენ და დავინახეთ, რომ სულ სხვა გამოცდილებაა საჭირო საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ თანაბრად სათამაშოდ. რაც შერმადინი გავიდა, დიდი ხნის განმავლობაში ბურთი ვეღარ ჩავაგდეთ და პირველი მეოთხედი 8:18 წავაგეთ.

II - გამთამაშებელი
მეორე პერიოდში საბერძნეთის ნაკრებმა მოედნის მთელ სიგრძეზე აქტიური პრესინგი განაგრძო, თუმცა სწორედ ამ მონაკვეთში გამოჩნდა, რას ნიშნავს გუნდისთვის გამთამაშებელი. გიორგი ცინცაძემ ჯერ თავად გამოიყენა საშუალო, შემდეგ შერმადინს ჩააგდებინა ფარქვეშიდან, თამაშის ტემპსაც აკონტროლებდა და რაც მთავარია - სწორედ მან იკისრა ფსიქოლოგიური ლიდერობა.

პირველ მეოთხედში მცირე ჩავარდნის შემდეგ გუნდი გამოაფხიზლა და მეორეში 25:19 მოვიგეთ. აქვე ცინცაძის მონაგარს მოგახსენებთ: 29 წუთში 6-დან 5 ორქულიანი, ხოლო სამქულიანებში 5-დან 1. ეს ერთი სწორედ მაშინ ჩააგდო, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. 13 ქულას "ბუმ" (ცინცაძის მეტსახელი) 5 პასი მიამატა.

III - დაცვა
საბერძნეთმა ყველაზე ნაკლები ქულა მესამე პერიოდში ჩაგვიგდო - 15. სათადარიგოთა შეტევითი პოტენციალი სასტარტოებისას ნამდვილად ჩამოუვარდება. შესაბამისად, როგორც გუშინ, ასევე ევრობასკეტზე რთული იქნება ხუთეულის წევრთა მიღწეულის გავრცობა, მაგრამ მწვრთნელი ილიას ზუროსი ბევრს მუშაობს დაცვაზე და თუ დაუკვირდებით, ვინც უნდა იყოს მოედანზე, დაცვა არ ირევა.

არადა, წინა წლებში გვახსოვს მოკლე მონაკვეთში წაგებული მატჩები: ევრობასკეტი 2013-ზე სლოვენიამ მეორე პერიოდში 31:13 მოგვიგო; ამავე საბერძნეთთან ევრო-2015-ზე მეორე პერიოდი 25:7 დავთმეთ, შემდეგ თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ დაკარგულის ანაზღაურება ვერ მოვახერხეთ.

არც უწინდებურად თავისუფლად ვასროლინებთ მეტოქეებს სამქულიანებს. მართალია, გუშინ ელინებს სამქულიანის სამიზნე გამრუდებული ჰქონდათ, მაგრამ ქართველებიც საკმარისად ავიწროებდნენ, რომ თავისუფლად არ ესროლათ. შედეგად, ჩვენმა მეტოქემ მხოლოდ 3 სამიანი გამოიყენა 25-დან.

IV - კლასი
გიორგი შერმადინმა 12-დან 9 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, 23 ქულას 8 მოხსნა მიამატა. მან კლასით აშკარად დაჯაბნა ბოგრისი და პაპაიანისი.

შესაძლოა, ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ მატჩის ბედი ჩვენ სასარგებლოდ ქართველთა კლასმა გადაწყვიტა. ბერძნებზე მაღალი კლასი გვაქვს? - გაგიკვირდებათ. ამას არავინ ამბობს, უბრალოდ, რომ არა სათანადო გამოცდილება და ოსტატობის მაღალი დონე, ბოლო წამებზე ვერც მარკოიშვილი ჩააგდებდა სამქულიანს, ვერც შენგელია - ორიანს და ვერც ცინცაძე მოგვაგებინებდა სამქულიანით...

* * *
დღეს აკროპოლისის თასზე სერბეთს ვეთამაშებით. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ სერბებმა პირველ ტურში იტალია 73:65 დაამარცხეს.

აკროპოლისის თასი
23 აგვისტო, ათენი
საბერძნეთი-საქართველო 71:72
18:8, 19:25, 15:20, 19:19
საბერძნეთი: კალათესი (12ქ, 4პ), ბურუსისი (6ქ, 6მ), სლუკასი (12ქ, 4პ), პაპასი (2ქ), პაპაიანისი (2ქ), პრინტეზისი (14ქ, 8მ), პაპანიკოლაუ (15ქ), მანძარისი, პაპაპეტრუ (6ქ), ბოგრისი (2ქ), თ. ანტეტოკუნმპო.
საქართველო: დიქსონი (26წთ, 4ქ, 5პ), ცინცაძე (29წთ, 13ქ, 5პ), შერმადინი (29წთ, 23ქ, 8მ), სანაძე (22წთ, 5ქ), მარკოიშვილი (30წთ, 9ქ), შენგელია (30წთ, 14ქ, 11მ, 4პ), ბითაძე (11წთ, 4ქ), ლონდარიძე (10წთ), ბერიშვილი (2წთ), გამყრელიძე (6წთ), ბოისა (6წთ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
tsintsadze dzaan magari gvyavs ai dzaan did siamovnebas manichebs yvela misi pasi modzraoba da srola,mikvirs rom evropul grandshi ar tamashobs eseti magali donis kalatburteli, genacvale gio sheni fani var shens gamo movedi chexebtan sayureblad
10tti
24 აგვისტო 2017 15:38
0
ხო და ისე არ გამიგოთ რომ ჩვენი ბიჭების მიმართ პრეტანზიამაქვს, მატჩის ბოლო მონაკვეთში ტყორცნები გამოვასწორეთ. მარტო ბუს ტყორცნა რად ღირდა. იმის თქმა მინდა რომ ბერძნები თუ არ ვცდები 24-ჯერ გავიდნენ "სასროლ"პოზიციაზე. კარგი "სნაიპერები" ამდენ "გაპარვას" არ გაპატიებენ.
Sandro K.
24 აგვისტო 2017 15:37
0
გთხოვთ გვითხრათ რომელი არხი უჩვენებს დღევანდელ თამაშს, მეორე არხი ჩვენთან არ აჩვენებს და თხოვნაა ამ არხიდან ნუ უჩვენებთ თამაშს საქართველოს გულშემატკივრები გალიდან, გაუმარჯოს ჩვენს ნაკრებს
galelebi
24 აგვისტო 2017 15:23
0
myvideo.ge dan charte megobaro da internetit uyure
rezo
24 აგვისტო 2017 17:35
0
ამ საიტზე გუშინ ქონდათ ლაივი და ალბათ დღესაც ექნებათ
მე
24 აგვისტო 2017 15:45
0
გილოცავთ ყველას. შედეგი ბრწყინვალეა ჯერ ლიტვა ლიტვაში და ახლა საბერძნეთი მისსავე მოედანზე. არ არის გამორიცხული ზედიზედ მესამე არაოფიციალური თასი მოვიპოვოთ. განსაკუთრებით იტალიელთა ჯინი მჭირს - რვიდან რვა მოგვიგეს (თანაც ბოლო შეხვედრაში უკანასკნელ წამს ბურთი არ ჩაგვითვალეს და წაგვაგებინეს). მაგრამ მოდით ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით. ეს იყო გაფუჭებული სამქულიანების ზეიმი. ბერძნებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი გააფუჭეს. როგორც იტყვიან ფერი ფერსაო მადლი ღმერთსაო. ლაპარაკიც ზედმეტია რომ კარგი "სამოსნების" გუნდი ამას არ გვაპატიებს. წლიდან წლამდე ასეა. ეს არის ჩვენი აქილევსის ქუსლი. რა უნდა ქნას მწვრთნელმა რომ ბიჭებს სამიზნე გაუსწოროს???
sandro K.
24 აგვისტო 2017 15:22
0
ჩვენებმა უკვე გრანდების დამარცხება დაიწყეს! ლიტვა, საბერძნეთი, დღეს სერბებს რომ მოვუგოთ, ევროპის ჩემპიონობა მეტი კი არაფერია!!!
გოგა
24 აგვისტო 2017 14:42
0
ვამაყოფთ თქვენით!!!
zura
24 აგვისტო 2017 12:56
0
ლიტვაში ვცხოვრობდი, კაუნასის ჟალგირისის მშურდა ყოველთვის, საბონისი, ხომიჩუუსი, კურტინაიტისი, იოვაიშა, ჩივილისი, სულ რატომ გვიგებდნენ.
დააი დადგა ის დღე, როცა ჩვენ გვყავს ჩვენი მარკოიშვილი, ცინცაძე, შერმადინი, ... მავრამ უფრო თამამად უნდა ჩაერთონ სანაძე, შენგელია და სხვები, რათა უძლიერესი ხუთეული გვყავდეს. ძალიან მაგარი მწვრთნერლი გვყავს დროულად გრძნობს როდის უნდა შეცვალოს მოთამაშე.
ჩვენ უკვე სერიოზული გუნდი ვართ და სერიოზულ ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
გენაცვალეთ ბიჭებო.
24 აგვისტო 2017 12:02
0
კომენიტატორები კარგი გვყავს, მაგრამ ერთი მათი ნათქვამი ეხამუშება ყურს: დაუჩემებიათ სიტყვა "გამოუვიდა"მაგ.:მესის კარგი პასი გამუვიდა (ვითომ საოცარი, ჯერ არ გაგონილი რამე მოხდაო!) და ა. შ.
zurab
24 აგვისტო 2017 10:59
0
მართლაც და კარგად მიჰყავთ, მაგრამ კალათბურთელთა სიმაღლის ინფორმაციებს არ ამბობენ. ნუგზარ ჯუღელი და ჯამლეტ ხუხაშვილი კალათბურთელის ყოველ შემოსვლასე გვახსენებდა: მოედანზე შემოვიდა ესა და ეს, მისი სიმაღლე 2 მეტრი და 20 სანტიმეტრია...
ან 2 მეტრი და 16 სანტიმეტრია. ის ცეტრია, ეს დამცველია, ის სნაიპერია, მან ამდენი ქულა ჩააგდო და ასე შემდეგ.
ეს ინფო საჭიროა. ახალბედა კომენტატორებმა გადახედონ არქივს.
კომენტატორებს
24 აგვისტო 2017 12:09
0
კარგი მოგება იყო. ზუროსმა კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. ზუროსმა მოგება არ აღნიშნა როგორც ბერძენმა. ემოციების გარეშე იყო. დღეს სერბეთთან კიდევ ერთი საჭირო გამოცდა გვექნება, თუ ამასაც ჩავაბარებთ, მაშინ ეს უკვე სერიოზული თვითრწმენის საფუძველი გახდება.
ლუკა
24 აგვისტო 2017 10:54
0
ღირსეული კაცია ჩვენი მწვრთნელი!
B-52
24 აგვისტო 2017 14:29
0
დიდი მადლობა ბიჭებს და რაც მთავარია დიდი მადლობა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ილიას ზუროსს..... აშკარად ეტყობა, რომ თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, მის წინამორბედზე კარგის მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ ყველას გვახსოვს, რომ პრინციპულ სიტუაციებში სწოტრედ მწვრთნელის ხელი აკლდა ნაკრებს, ეხლა ყველაფერი გამოსწორებული, ჯერ ლიტვა, შემდეგ საბერძნეთი ეს სახუმარო საქმე არ არის.
თუ დღეს სერბეთს ვერ მოვუგებთ, არც ეს იქნება ტრაგედია, მაინც მაგრები ხართ ბიჭებო!!!
saakadze
24 აგვისტო 2017 10:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული