Eurohoops-მა ზაზა ფაჩულია ევრობასკეტი 2017-ის 20 საუკეთესოთა შორის შეიყვანა

AutoSharing Option
ვებგვერდმა Eurohoops.net-მა ევრობასკეტი 2017-ის 20 საუკეთესო კალათბურთელის სია გამოაქვეყნა.

მე-20 ადგილზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია გავიდა.

აი რას წერს Eurohoops-ი ფაჩულიაზე:

20 - ზაზა ფაჩულია
ასაკი: 33
ევრობასკეტის გამოცდილება: 4
კლუბი: "გოლდენ სტეიტი უორიორსი"
გასული სეზონის სტატისტიკა: 70 მატჩი, 6.1 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.2 გადაცემა.

ზაზა ფაჩულია ქართული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდაა და ის ევრობასკეტ 2017-ზე NBA-ს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მიდის.

შტატებში წარმატებული სეზონის შემდეგ მან ნაკრების მაისურა მოირგო და მზადაა,  თანაგუნდლებს უხელმძღვანელოს. საქართველოს ტურნირზე მაღალი მიზნები აქვს დასახული.

მიუხედავად იმისა, რომ
ნაკრებმა გასული ჩემპიონატების დროს იმედები ვერ გაამართლა, ფაჩულია ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს დაეხმაროს.

თუ ის 100 პროცენტით ითამაშებს, მაშინ მას საკვანძო როლი ექნება გუნდის ფინალურ სტადიაზე გაყვანაში მისი საკალთბურთო ინტელექტის, დაცვისა და გამოცდილების მეშვეობით.

ხოლო რაც შეეხება საუკეთესო ოცეულს, ის ასე გამოიყურება:

1. მარკ გასოლი (ესპანეთი)
2. კრისტაპს პორზინგისი (ლატვია)
3. პაუ გასოლი (ესპანეთი)
4. გორან დრაგიჩი (სლოვენია)
5. ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი)
6. ნანდო დე კოლო (საფრანგეთი)
7. დარიო შარიჩი (ხორვატია)
8. ბოიან ბოგდანოვიჩი (მონტენეგრო)
9. დენის შრიოდერი (გერმანია)
10. ევან ფურნიე (საფრანგეთი)
11. რიკი რუბიო (ესპანეთი)
12. იონას ვალანჩუნასი (ლიტვა)
13. ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო)
14. სერხიო როდრიგესი (ესპანეთი)
15. მარკო ბელინელი (იტალია)
16. ლუკა დონჩიჩი (სლოვენია)
17. გიორგოს პრინტეცისი (საბერძნეთი)
18. ომრი კასპი (ისრაელი)
19. ჩედი ოსმანი (თურქეთი)
20. ზაზა ფაჩულია (საქართველო)
მკითხველის კომენტარები / 3 /
100 % ით ვეთანხმები ბახტ-ს, ზაზაზე წინ კი არა ზოგი მთგანი არც კი უნდა იყოს ამ სიაში
G E L A
09:10 01-09-2017
0
ევრობასკეტის დამთავრების შემდეგ მანდ აუცილებლად იქნება შენგელია!
დინამო
08:51 01-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული