ევრობასკეტი 2017: თელ-ავივის მერი, საქართველოს ნაკრების ვარჯიში და ფოტოსესია [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში საბრძოლო განწყობაა. ზაზა ფაჩულიას ტრავმა აღარ აწუხებს და ილიას ზუროსის გადასაწყვეტია, თუ რამდენს ათამაშებს NBA-ს მოქმედ ჩემპიონს. ფეხი ოდნავ აწუხებს გოგა ბითაძეს, რომელსაც, თუკი საჭირო გახდა, მოედანზე გასვლაში ტრავმა ხელს ვერ შეუშლის.

ჩემპიონატის გახსნამდე საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში 30 აგვისტოს, "თელ-ავივ არენაზე" გაიმართა. სწორედ ამ დღეს ჩამოვიდა ქართული მედიის უმეტესობა ისრაელში და ვარჯიშსაც დაესწრო, რის შემდეგაც მოთამაშეებთაგან კომენტარები ჩაწერეს.

Sportall.Ge

ქართველების ვარჯიშის დროს დარბაზში მოვიდა თელ-ავივის მერი რონ ჰიულდაი, რომელსაც ორგანიზატორებმა არენაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს, საქართველოს ვარჯიშზე შეახედეს და
ევრობასკეტ 2017-ის პრომო ატრიბუტიკა - კეპი, ზურგჩანთა, მაისური და სხვა წვრილმან-მსხვილმანი აჩუქეს.

Sportall.Ge

ვარჯიშის დაწყებამდე გაიმართა ტრადიციული ფოტოსესია, რომელიც ყველა ევრობასკეტს წინ უძღვის. ფიბას წარმომადგენლები საკუთარი ვებგვერდისთვის, ღონისძიების ჟურნალისთვის, სატელევიზიო ტიხრებისთვის და სხვადასხვა სარეკლამო ამბისთვის მოთამაშეთა ფოტო და ვიდეოპროფილებს იღებენ.

Sportall.Ge

დღეს ევრობასკეტი იწყება. საქართველო ჯგუფის უმთავრესი ფავორიტით იწყებს. დღევანდელი მატჩის მოგება უდიდესი ჰანდიკაპი იქნება ჩვენი გუნდისთვის. თუ არადა, წინ ჯგუფის კიდევ 4 თამაშია. ილიას ზუროსი და მისი რაზმი საბრძოლველად მზად არიან და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე - თელ-ავივის კალათბურთისთვის ზედგამოჭრილ არენაზე გადაწყდება, სადაც ქართველი გულშემატკივრები საკმარისად იქნებიან და ლიტვა-ისრაელთან თუ ვერა, ჯგუფის დანარჩენ ოპონენტებთან მატჩებში უმცირესობაში ალბათ არ იქნებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები,ღმერთი თქვენსკენ!
tazo
31 აგვისტო 2017 17:46
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული