![](https://sportall.ge/pictures/image31/8ba9d67f0af2e4dad8e5d332b9087338.jpg)
ჩემპიონატის გახსნამდე საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში 30 აგვისტოს, "თელ-ავივ არენაზე" გაიმართა. სწორედ ამ დღეს ჩამოვიდა ქართული მედიის უმეტესობა ისრაელში და ვარჯიშსაც დაესწრო, რის შემდეგაც მოთამაშეებთაგან კომენტარები ჩაწერეს.
![ევრობასკეტი 2017: თელ-ავივის მერი, საქართველოს ნაკრების ვარჯიში და ფოტოსესია [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ff2568fbc55c169caeff66e5fa07d817.jpg)
ქართველების ვარჯიშის დროს დარბაზში მოვიდა თელ-ავივის მერი რონ ჰიულდაი, რომელსაც ორგანიზატორებმა არენაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს, საქართველოს ვარჯიშზე შეახედეს და
![ევრობასკეტი 2017: თელ-ავივის მერი, საქართველოს ნაკრების ვარჯიში და ფოტოსესია [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e220ca70c557b61393bdea5b44b4368c.jpg)
ვარჯიშის დაწყებამდე გაიმართა ტრადიციული ფოტოსესია, რომელიც ყველა ევრობასკეტს წინ უძღვის. ფიბას წარმომადგენლები საკუთარი ვებგვერდისთვის, ღონისძიების ჟურნალისთვის, სატელევიზიო ტიხრებისთვის და სხვადასხვა სარეკლამო ამბისთვის მოთამაშეთა ფოტო და ვიდეოპროფილებს იღებენ.
![ევრობასკეტი 2017: თელ-ავივის მერი, საქართველოს ნაკრების ვარჯიში და ფოტოსესია [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/456481b02466b28a930ad0263778c4a4.jpg)
დღეს ევრობასკეტი იწყება. საქართველო ჯგუფის უმთავრესი ფავორიტით იწყებს. დღევანდელი მატჩის მოგება უდიდესი ჰანდიკაპი იქნება ჩვენი გუნდისთვის. თუ არადა, წინ ჯგუფის კიდევ 4 თამაშია. ილიას ზუროსი და მისი რაზმი საბრძოლველად მზად არიან და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე - თელ-ავივის კალათბურთისთვის ზედგამოჭრილ არენაზე გადაწყდება, სადაც ქართველი გულშემატკივრები საკმარისად იქნებიან და ლიტვა-ისრაელთან თუ ვერა, ჯგუფის დანარჩენ ოპონენტებთან მატჩებში უმცირესობაში ალბათ არ იქნებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით