21:23 31-08-2017
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
თელ–ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია. სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, შეძლო სხვაობის გაბათილებაც და ანარიშში წინ გასვლაც - ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 59:57 ენთო ჩვენს სასარგებლოდ.
ბოლო პერიოდი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, კულმინაცია კი ბოლო წუთებზე დადგა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე მაიკლ დიქსონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
დარჩენილ დროში ლიტველებმა 3 საჯარიმოს სროლის უფლება მიიღეს, საიდანაც ერთი ჩააგდეს, დამატებაზე კი 2-ქულიანი მიითვალეს. 8,5 წამით ადრე საქართველოს ნაკრები ბურთს და ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 78:77.
ამის შემდეგ დიქსონმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ლიტველთა სამქულიანმა ტყორცნამ კი მიზანს არ უწია და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა.
ყველაზე შედეგიანი მოედანზე თორნიკე შენგელია იყო (29 ქულა), 13 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, 12 - მაიკლ დიქსონმა, გიორგი შერმადინმა - 9, ზაზა ფაჩულიამ - 8.
დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.
ჯგუფში მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
აეეეეე!!!!! გილოცავთ ყველას გაიხარეთ ბიჭებო შემოგევლეთ მაგრები ხარ სუყველას გილოცავთ თქვენ შემოგევლეთ
29
0
ბიჭებიიიი!!!! ზუროსიიიი!!!!
29
0
ყოჩაღ ბიჭებო! გენაცვალეთ სულში
29
1
მოკლედ საღ ჭკუაზე დაბრუნება მიჭირს, არა ეს რა იყო კაცო... გმირები ხართ ბიჭებო ჭ ი რ ი მ ე თ ქ ვ ე ნ ი ! ! ! თოკოს ლომის და ვეშაპის წილი რომ არ აღინიშნოს ისე არ გამოვა, მიყვარხართ!!!
28
0
თქვენ გენაცვალეთ
28
1
გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარგვებას, მეამაყება ასეთი გუნდი რო გვყავს, ეს ერთი და სხვა მრავალი, მჯერა რო ჩვენი ბიჭები არერთ კარგ სიურპრუზს შემოგვთავაზებენ.
28
0
ესაა გმირობა, სხვა რაგა უნდა გააკეთონ, როგორც ლომები ისე იბრძოდნენ. გენაცვალეთ ბიჩებო
26
0
აი ეს მესმიიის
25
0
შენგელია ახალი ლარი ბერდი, ახალი კობი ბრაიანტია!
25
2
ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო. ყვეეეეელაზე ჯიგრები ხართ !!!!! აეეეეეეეეეეე
25
0
< წინა123456შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული