საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველი შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 79:77 გაიმარჯვა.

თელ–ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია. სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, შეძლო სხვაობის გაბათილებაც და ანარიშში
წინ გასვლაც - ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 59:57 ენთო ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო პერიოდი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, კულმინაცია კი ბოლო წუთებზე დადგა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე მაიკლ დიქსონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

დარჩენილ დროში ლიტველებმა 3 საჯარიმოს სროლის უფლება მიიღეს, საიდანაც ერთი ჩააგდეს, დამატებაზე კი 2-ქულიანი მიითვალეს. 8,5 წამით ადრე საქართველოს ნაკრები ბურთს და ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 78:77.

ამის შემდეგ დიქსონმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ლიტველთა სამქულიანმა ტყორცნამ კი მიზანს არ უწია და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ყველაზე შედეგიანი მოედანზე თორნიკე შენგელია იყო (29 ქულა), 13 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, 12 - მაიკლ დიქსონმა, გიორგი შერმადინმა - 9, ზაზა ფაჩულიამ - 8.

Sportall.Ge

დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.

ჯგუფში მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 57 /
ბრწყინვალე გამარჯვება,ბიჭებო გენაცვალეთ,ზუროსი!აი მწვრთნელი .
ულოცავ მთელ საქართველოს ,ბიჭებს და დიდ მწვრთნელს ზუროსს.
ზასტაველი
31 აგვისტო 2017 22:23
0
ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი მადლობა ბიჭებო ამ დიდი სიხარულისათვის
ვახტანგი
31 აგვისტო 2017 22:21
0
გილოცავთ ყველას. ისე მივეჩვიეთ ხელების ჩამოშვებას თითქოს გამონაკლისია ასეთი მებრძოლი ხასიათი ჩვენთვის. ძალიან მაგარი გუნდი გვყავს!!!
დიტო
31 აგვისტო 2017 22:20
0
მსაჯი უბრალოდ უნამოსოა ასეთი ჯარიმის არ დანახვა თან ამ დროს ეგ დაუნახაობა არ არის ეს განზრახ არ დანახვაა
aleqsandre gioshvili
31 აგვისტო 2017 22:10
0
სიტყვები არ მყოფნის.გაიხარე საქართველოვ.მადლობა ბიჭებო ,მადლობა ზუროს
txmoreli
31 აგვისტო 2017 22:13
0
კინაღამ გული გამიჩერდა, ასეთი სიხარული კაი ხანია კალათბურთისგან განვითარების არ მიმიღია. სერიოზული გუნდი, სერიოზული განწყობა. ყოჩაღ ყველას, მწვრთნელს, კალათბურთელებს, ყველას ვისაც მიუძღვნის წვლილი ამ გამარჯვებაში. თოკო შეუდარებელია.
merab1970
31 აგვისტო 2017 22:48
0
ერთი რამ მინდა დავამატო იმათ საყურადღებოდ ვინც ზაზას მიმართ ძალიან კრიტიკულები იყვნენ ნაკრებამდეც. ამ თამაშმაც კარგად გამოაჩინა თუ რატომ თამაშობს ზაზა "გოლდენ სტეიტში", ხოლო ვალანჩუნასი "ტორონტოში" ვინც თამაშს თავიდან ბოლომდე უყურა ყველა მიხვდება. ზაზა ძალიან დიდი წინაღობაა ყველა მეტოქისთვის, თუნდაც 4 ფოლით. ვალანჩუნასი კი პირველი მეოთხედის მერე მე არც მახსოვს სად თამაშობდა.
................
31 აგვისტო 2017 22:46
2
აი, ზუსტად!
ნათია
01 სექტემბერი 2017 10:54
0
თქვენ გაიხარეთ ლომებო! ლიტვა ბეჭებზეა გაკრული
კახა
31 აგვისტო 2017 22:25
0
გენაცვალეეეეეთ მგლებოოოო, ლომებოოო, მხეცებოოო.
ვაშააააა ავოეეეეე
ირაკლიუსი
31 აგვისტო 2017 22:06
0
გენაცვალეთ ჯიგარში. ოქროები ხართ!!!
ეჰ სანიკიძეც რომ გუნდში იყოს ნებისმიერ ნაკრებს უპრობლემოდ გავუმკლავდებოდით
მალხაზი
31 აგვისტო 2017 22:05
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული