21:23 31-08-2017
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
თელ–ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია. სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, შეძლო სხვაობის გაბათილებაც და ანარიშში წინ გასვლაც - ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 59:57 ენთო ჩვენს სასარგებლოდ.
ბოლო პერიოდი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, კულმინაცია კი ბოლო წუთებზე დადგა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე მაიკლ დიქსონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
დარჩენილ დროში ლიტველებმა 3 საჯარიმოს სროლის უფლება მიიღეს, საიდანაც ერთი ჩააგდეს, დამატებაზე კი 2-ქულიანი მიითვალეს. 8,5 წამით ადრე საქართველოს ნაკრები ბურთს და ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 78:77.
ამის შემდეგ დიქსონმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ლიტველთა სამქულიანმა ტყორცნამ კი მიზანს არ უწია და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა.
ყველაზე შედეგიანი მოედანზე თორნიკე შენგელია იყო (29 ქულა), 13 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, 12 - მაიკლ დიქსონმა, გიორგი შერმადინმა - 9, ზაზა ფაჩულიამ - 8.
დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.
ჯგუფში მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ბრავო ბიჭებიიი! მაგარი ემოციური თამაში.იყო წინ და წიინ.
19
0
აი ჯიგარი აი გუნდი და აი ტრენერი სამივე ერთად კი ფანტასტიურია
19
0
თოკომ ისეთი შეუკურთხა მსაჯს, მგრამ ტექნიკური უბრალოდ ვერ მისცა მსაჯმა, იმდენად აშკარა იყო ჯარიმა. ვალანჩუნასიც მთელი თამაში ტლინკაობდა, ვითომ მაგრად დაიწყო, ვითომ მაგრად ლიდერობდა ლიტვას,მაგრამ ზაზამ სამჯერ ისე მოპარა ბურთი, როგორც ნამდვილმა გოლდენსთეიტელმა, იმის მერე არც გაუხარია ვალანჩუნასს. თოკოზე არც ვიცი რა ვთქვა!!! ეს ფანტასტიური იყო. ბრავისიმო თოკო!
18
0
ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ ზუროსს აი ნამდვილი ქართული სისხლი აი ასეთი შემართებით უნდა ითამაშონ ფეხბურთელებმაც და წარმატებები მოვა, როგორი გუნდი დააყენა ზუროსმა, აი რამდენი შეუძლია მწვრთნელს, გახარებულები ვართ, პირველი ადგილი ჩვენიაააააა
18
1
ძალიან ჭკვიანური ტაქტიკები აქვს ზუროსს ეტყობა რომ აზროვნებს მალადეც. ქართულ სიზარმაცეს იდეალურად აუღო ალღო ზუროსმა.
17
0
ბიჭებო თქვენ ხართ ყველა დროის ყველაზე მაგარი ქართული გუნდი დამ.საქ.ისტორიაში
16
0
ბევრს არ დავწერ,გენაცვალეთ რა. აი ეს ევრობასკეტი თქვენია! ასევე ჩაატარეთ ყველა თამაში და ღმერთმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს.
14
0
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ ისტორიულ მოგებას! ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს რაც შეეძლოთ და დამსახურებულად მოიგეს. მაგრამ შეცდომები ბევრი იყო და ასეთი შეცდომებით მედლებისთვის ბრძოლაზე ზედმეტია ლაპარაკი. ეიფორიაში ყოფნა კიდევ არაპროფესიონალიზმია. ზუროსმა თქვა რომ რა უნდა ვიზეიმოთო? მართალია! შემდეგი თამაშისთვის საჭიროა მომზადება და ძალების აღდგენა. ფაჩულია უამრავ შეცდომას უშვებდა დღეს, ან 100%-ით არ გამოჯანმრთელდა, ან კიდევ სასურველ ფორმაში ვერ შევიდა ჯერ. ცინცაძე დიდი დანაკლისი იქნება თუ ვერ დაბრუნდა მალე. ბითაძე დიდი დანაკლისია. გამყრელიძე კატასტროფა იყო და აზრზე არ არის სად არის მგონი. დღეს თორნიკემ, დიქსონმა და მარკოიშვილმა საკუთარ მხრებზე ატარეს გუნდი. ყოველდღე ვერ იზამენ ამას. სხვები უნდა გამოფხიზლდნენ!
13
3
გავიმარჯვეთ და გილოცავთ ყველას, მაგრამ გამოსასწორებელია რაღაც-რაღაცეები თუ გვინდა შედეგი გვქონდეს: ჩვენს ფარზე მოხსნები, გაუგებარი დაჯარიმება მეტოქის უკვე დაკარგულ ბურთზე, პერიოდული კონცენტრაციის დაკარგვა და . . . ზაზამ უნდა მოუმატოს აუცილებლად. მიუხედავად დაცვაში უძლიერესი თამაშისა, ეს ყველაფერი თვალშისაცემი იყო. ერთ ეპიზოდში ზედიზედ 5 შეტევა გავაფუჭეთ (4-ში ზაზა მონაწილეობდა) და ამ დროს შეიძლებოდა ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოტრიალებულიყო. მეტოქესაც თუ სროლა წაუვიდა, უბრალოდ ენერგია აღარ ეყოფათ ბიჭებს ამდენი შეცდომების გამოსასწორებლად და დასანანი იქნება მათი ეს ემოციური თამაში თუ შედეგს არ მოიტანს.
4
0
ჯანსაღი კრიტიკის არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თუმცა 100% უშეცდომოდ არასდროს არცერთი სპორტსმენი არ თამაშობს და მაგითია სასიამოვნო რომ რობოტების ნაცვლად ნამდვილი ადამიანები თამაშობენ თავისი შეცდომებით და თავისი საოცარი მომენტებით. იმედია ზედმეტად ოპტიმისტურად არ. არ განწყობილი თუმცა ვთვლი რომ ამ ნაკრებს და ამ გამარჯვების მერე არ ეკუთვნის ბევრი კრიტიკა.
1
0
მომდევნო თამაშზე სრული კონცენტრაცია ბიჭებო! ეს მოგება კარგია მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა, იტალიასთან რევანშია ასაღები
13
0
გენაცვალეთ ბიჭებო!ქართველებო გილოცავთ გამარჯვებას!ჩვენ ბიჭებს მადლობა რომ ბოლომდეს იბრძოლეს და მოგება მოგვიტანა საქართველოს.ბიჭებო გაიხარეთ!
13
0
< წინა123456შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული