საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველი შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 79:77 გაიმარჯვა.

თელ–ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია. სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, შეძლო სხვაობის გაბათილებაც და ანარიშში
წინ გასვლაც - ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 59:57 ენთო ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო პერიოდი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, კულმინაცია კი ბოლო წუთებზე დადგა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე მაიკლ დიქსონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

დარჩენილ დროში ლიტველებმა 3 საჯარიმოს სროლის უფლება მიიღეს, საიდანაც ერთი ჩააგდეს, დამატებაზე კი 2-ქულიანი მიითვალეს. 8,5 წამით ადრე საქართველოს ნაკრები ბურთს და ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 78:77.

ამის შემდეგ დიქსონმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ლიტველთა სამქულიანმა ტყორცნამ კი მიზანს არ უწია და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ყველაზე შედეგიანი მოედანზე თორნიკე შენგელია იყო (29 ქულა), 13 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, 12 - მაიკლ დიქსონმა, გიორგი შერმადინმა - 9, ზაზა ფაჩულიამ - 8.

Sportall.Ge

დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.

ჯგუფში მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 57 /
ბ რ ა ვ ო ! ! !
რეზო
31 აგვისტო 2017 23:17
0
ბიჭებო გენაცვალეთ იმ ქართულ სულში, გვეამაყებით მთელ საქართველოს, არ მოდუნდეთ და გვასახელეთ შემდეგშიც, გთხოვთ ასეტივე ჟინით ჩაატარეთ სხვა დანარჩენი თამაშებიც, ვილოცებთ თქვენთვის, შემოგევლოთ ჩემი თავი!
giorgi
01 სექტემბერი 2017 17:04
0
გაქართველებული ამერიკელი დიქსონი ისეთი ჯიგრით და გულით თამაშობს, გეგონება საკუთარ სახლ-კარს იცავს. ამ ქართველ ფეხბურთელებს რა ჭირთ, ისე იქცევიან, თითქოს იძულებით არიან გაყვანილი მოედანზე.
რატი
01 სექტემბერი 2017 12:20
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული