თორნიკე შენგელია: ვიცოდით, რომ შეგვეძლო და შევძელით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ლიტვასთან მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ველოდით, რომ ასეთი ხასიათის თამაში იქნებოდა - ბოლომდე თანაბარი, დაძაბული, ნერვების თამაში.

ლიტვა ჯგუფის ფავორიტია და მის დასამარცხებლად მაქსიმალური მობილიზება გვჭირდებოდა. მაშინაც კი, როცა მეტოქემ 12 ქულით გაგვასწრო, თავი არ დაგვიხრია, ბრძოლა განვაგრძეთ, ვიცოდით, რომ შეგვეძლო და შევძელით.

დიდი ნაბიჯი გადავდგით თურქეთისკენ, სწორედ პლეი ოფში გასვლაა ჩვენი პირველი ამოცანა. პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით", - თქვა შენგელიამ.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
არც მიკვირს რომ შენგელიაზე კომენტარები ნაკლებად არის. ალბათ როგორც მე ისე სხვაც ერიდება უბრალო სიტყვებით გამოხატოს ის დამსახურება რაც მას მიუძღვის გუშინდელ გამარჯვებაში. და არა მარტო გუშინდელ მატჩში. ფაქტია რომ თორნიკე უკვე ჩამოყალიბდა ევროპის ერთერთ უძლიერეს კალათბურთელად და თუ თვითონ მოინდომებს არა მგონია ნბა-ში მისი თამაში რაიმე პრობლემა იყოს. მას ყველაფერი აქვს რაც დიდებისთვის სჭირდება სპორტსმენს. სისწრაფე, ნახტომი, სროლა ნებისმიერი მანძილიდან, აზროვნება და მეტი მე არ ვიცი კალათბურთში სხვა რა არის საჭირო. მთავარი და სასიხარულო კი ის არის რომ ის ჩვენია და საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს.
................
13:05 01-09-2017
0
მინიმუმ ჯგუფში მეორე ადგილი გვინდა შემდგომი პერსპექტივისთვის
ამისთვის კი პირველ რიგში ცინცაძის დროულად მწყობრში ჩადგომაა საჭირო
=***
06:30 01-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული