- ილიას ზუროსი: ეს იყო წაგების მიზეზი
თელ-ავივის დარბაზში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მეოთხედი საყაიმო ანგარიშით 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში კი გერმანელები უკეთესად გაისარჯნენ და ტაიმი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:17).
მესამე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 2-ქულიანი უპირატესობით მოიგო (16:14). ბოლო პერიოდის წინ გერმანელთა უპირატესობა ანგარიშში 3
მაგრამ ბოლო ათწუთეული საქართველოს ნაკრებმა კატასტროფულად ჩაატარა, რითაც კარგად ისარგებლეს გერმანელებმა და ევრობასკეტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო (14 ქულა, 8 მოხსნა), თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნაა. 8-8 ქულა მიითვალეს მაიკლ დიქსონმა და დუდა სანაძემ, 6 ქულა და 6 მოხსნა - მანუჩარ მარკოიშვილმა.
მატჩის გმირი კი უდაოდ დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩაგვიგდო და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით ერთმანეთს უკრაინა-იტალია (19:30 სთ) და ისრაელი-ლიტვა (22:30) ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები კი მორიგ მატჩს უკვე 3 სექტემბერს, უკრაინასთან ჩაატარებს.
საკუთარ თავს".
როდესაც ყველა ასე თუ ისე დავწყარდით, მოდით გავაკეთოთ არა ცხელ გულზე მიღებული დასკვნები. წესით და რიგით, დიდი არაფერი მომხდარა. დავთმეთ შეხვედრა, 10 ქულის სხვაობით, მე-4 მეოთხედში ავიღეთ 5 ქულა (!!!) და ტაბლოზე აისახა შედეგი 67:57. ასევე, ჩვენ ეს სენი ყოველთვის გვჭირდა და როგორც ჩანს ისევ გვჭირს - ძლიერის დამარცხება, სუსტთან წაგება, დიახ სუსტთან წაგება ვინაიდან გერმანიამ მოიგო ბოლო მატჩი ამ ევრობასკეტზე. განმეორებით ვუყურე ESPN 3 - ზე ავადსახსენებელ მე-4 მეოთხედს, შთაბეჭდიება დამრჩა ისეთი, რომ ბურთი იყო გავარვარებული, სპირალივით ცხელი. ხელის შეხების თანავე, იმწამსვე ბურთი იკარგებოდა. მე არ მახსენდება, ამდენი დაკარგვა, და კატასტროფული 5 ქულა!!!! 4-ჯერ გაიმეორა ამერიკელმა ჟურნალისტმა ერთი და იგივე: "ეს არ არის ის გუნდი, რომელსაც მე ვიცნობ". მადლობა ბიჭებს და ილიას ზუროსს ამისთვის რა თქმა უნდა, რომ მრისხანე სახელი გვაქვს არა მხოლოდ ევროპაში არამედ შეერთებულ შტატებში. მთელი ბოსტონი ქართველებზე ლაპარაკობდა ლიტვის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მაგრამ... დღეს რაღაც მოხდა... ვერავინ, რომ ვერ ახსნის ის მოხდა...დაგვემართა ის, რაც აქამდე გვემართებოდა... ვიცი და მჯერა, რომ ეს არის ჩვენი პირველი და უკანასკნელი ჩავარდნა ამ ჩემპიონატზე. ვიცი, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად ვითამაშებთ ყველა დარჩენილ შეხვედრას. ყველა ქართველს ვინც აქ ვცხოვრობთ, გვენატრებით, ვამაყობთ თქვენით, ვარსებობთ თქვენით. როდესაც მთელი საქართველო ერთ მუშტად იკვრება, მაშინ მათი გაჩერება შეუძლეელი ხდება.
P.S. ამერიკელი მეგობარი მეუბნება - "ისე ამ გამწარებულ ნაკრებს, ჩემი მტერი გადაეყაროსო". ამენ ჩემო ტედი ამენ.
ზაზა დაცვაში მართლაც კარგია, მაგრამ თავდასხმაში ბურთებს ვერ აგდებს. შენგელია დაიღალა საწყალი და ლიდერობა თავის თავზე სხვა ვერავინ აიღო.
მოკლედ, დღეს ნამდვილი ძველი თბილისის დინამოს საკალათბურთო გუნდივით გამოიყურებოდნენ.