საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გერმანიასთან პირველი ტაიმი წააგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გერმანიის ნაკრებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება - 36:41.

ილიას ზუროსის სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: მაიკლ დიქსონი, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია.

თელ-ავივის დარბაზში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მეოთხედი საყაიმო ანგარიშით 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში კი გერმანელები უკეთესად გაისარჯნენ და ტაიმი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:17), რაც უმთავრესად მათი მთავარი ვარსკვლავის დენის შრიოდერის დამსახურებაა (14 ქულა).

საქართველოს ნაკრებში 10-10 ქულა თორნიკე შენგელიამ და ზაზა ფაჩულიამ მიითვალეს, 8 ქულა
ჩააგდო დუდა სანაძემ, 4-4 - გიორგი შერმადინმა და მანუჩარ მარკოიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
"არ წაგვივიდა თამაში"; "კალათმა არ მიიღო ბურთი"; "მსაჯებმა დაგვჩაგრეს"; "სატურნირო ცხრილმა არ მიიღო ჩვენი 2 ქულა" და ეგეთი სლეობები არ გვინდა ეხლა და ცალ ფეხზე მკიდია ლიტვას მოვუგეთ თუ ესპანეთს ამ თამაშით სირცხვილია ვაფშე მანდ რა გვინდა ამდენ შეცდომას ბებიაჩემის უფეხო ძაღლი არ უშვებს ბურთის თავით კენწვლისას. ძალიან გაბრაზებული ვარ, უზომოდ, დანარჩენს ცივ გონებაზე გადავხარშავ, მაგრამ აი ამ წამს აღარ მეამაყება რომ ქართველი ვარ!!!
ვაჟა
02 სექტემბერი 2017 18:51
2
ტოტალიზატორზე ითამაშეთ თუ მართლა ამაზე მეტი არ შეგიძლიათ?
koki
02 სექტემბერი 2017 18:48
0
დადგა გუნდი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამდენი ჯარიმა შეტევაში არის კატასტროფა. გერმანელებს კარგი მსროლელი ომ ჰყავდეთ, უფრო მოგვიგებენ
გგგ
02 სექტემბერი 2017 18:23
0
გუნდი რომელიც ამ გერმანიასთან წააგებს საერთოდ რაზე უნდა იფიქროს
dato
02 სექტემბერი 2017 18:22
1
ეს გუნდი აცხადებს პრეტენზიას რაიმეზე? ერთი გასროლა დაუტენელ თოფსაც მოდის.ერთ ერთი უსუსტესი გუნდი ევროპაზე
levani
02 სექტემბერი 2017 18:18
1
ვერ ვუყურებ საზღვარგარეთიდან თამაშს
Gio homer
02 სექტემბერი 2017 17:48
0
ძალიან სამწუხაროა მაგრამ ფაქტია - ზაზა აფუჭებს თამაშს. შენგელიაზე თუ გაკეთდა აქცენტი მოვიგებთ, ზაზა მექულე არ გამოდის და ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს.
???
02 სექტემბერი 2017 17:38
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული