დუდა სანაძემ ილიას ზუროსის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელიდან დაბრუნდა და გავრცელდა ინფორმაცია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის წასვლის თაობაზე. ამ და სხვა დეტალებზე ინტერვიუ დუდა სანაძესთან ჩავწერეთ.

- გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია ზუროსის წასვლის შესახებ და რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
- არაფერი მსმენია ამის შესახებ.

- როგორ შეაფასებდით ნაკრების გამოსვლას ევრობასკეტზე, რა დაგვაკლდა ჯგუფიდან გასასვლელად?
- რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილები. გეგმა-მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იყო, რაც ვერ შევასრულეთ. მაგრამ მეამაყება ის, რომ თითოეულმა მოთამაშემ თავისი 100% გააკეთა სასურველი შედეგის მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ცოტა დაგვაკლდა.

-
ზაზა ფაჩულია ნაკრებიდან წავიდა. როგორ შეავსებს ნაკრები მის დანაკლისს?

- ზაზა ფაჩულიამ ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის და მისი შეცვლა არ იქნება იოლი. მას ერთი მოთამაშით ვერ შეცვლი, კოლექტიურად უნდა მოხდეს.

დუდა სანაძემ ევრობასკეტზე საშუალოდ 10.8 ქულა, 2 მოხსნა და 1.2 პასი დააგროვა.

- ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ სანაძე, რა კარგად თქვა: ზაზა ფაჩულიას ერთი მოთამაშით ვერ შეცვლი, კოლექტიურად უნდა მოხდეს-ო.
ანუ, კოლექტიური თამაში ჩავარდა, როცა ერთი კაცი მოედანზე გამოვიდა.
მართალია, ასეთზე უნდა ითამაშოს ყველამ და მან კი უნდა ჩააგდოს, მაგრამ...
მაგრამ... ყველამ ვნახეთ.
17:40 08-09-2017
6
აუ რა მაგრად ისაუბრა ზუროსის წასვლაზე
ზუუ
20:43 08-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული