ოფიციალურად იგი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ არის, მაგრამ როგორც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, ზუროსს ევრობასკეტის დასრულებამდე დაელაპარაკნენ ხელშეკრულების გაგრძელების საკითხზე. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გველის (გერმანიასთან და სერბეთთან) და ორ თვეში ახალი, თანაც კვალიფიციური სპეციალისტის მოძებნა ძალიან რთული
მოძიება ერთია და გუნდთან ადაპტაცია მეორე. ილიას ზუროსი ორი წელია, ქართულ კალათბურთში ტრიალებს, კარგად გაიცნო რესურსი, ევრობასკეტზე გამოცდილება კიდევ უფრო განიმტკიცა და სადღეისოდ ჩვენი ნაკრებისთვის მისაღები კანდიდატია.
გუშინ მწვრთნელის საკითხზე სასაუბროდ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს დავუკავშირდით.
"ილიას ზუროსი რჩება, იგი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევშიც გაუძღვება ჩვენს გუნდს", - გვითხრა ბატონმა მიხეილმა.
ბერძენ სპეციალისტთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა...
"შეთანხმება მიღწეულია, იგი საქართველოში მალე დაბრუნდება და უფრო კონკრეტულად დავილაპარაკებთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსა და საქართველოს ნაკრების მომავალზე", - ესეც ფედერაციის პრეზიდენტმა გვითხრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"