ილიას ზუროსი: საქართველოში 2-წლიან კონტრაქტს მთავაზობენ, ჯერ ვფიქრობ...

AutoSharing Option
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ნაკრების თავკაც ილიას ზუროსს ბერძნულ ΕΡΤ-ზე ევრობასკეტის თამაშები მიჰყავს.

ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?
ისევ ზუროსი! ოფიციალურად ჯერ არა... თუმცა, შეთანხმება მიღწეულია

სწორედ ეთერის დროს ზუროსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა, მისი მუშაობით ფედერაცია კმაყოფილია და მას 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ.

იმავე გადაცემაში (Eurobasket Show) ზუროსმა განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ზუროსი უახლოეს ორ კვირაში შეხვდება ფედარაციის წარმომადგენლებს და მოლაპარაკებას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ევრობასკეტის დასრულებასთან ერთად
ამოიწურა ბერძენი სპეციალისტის კონტრაქტიც.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰამაც ჰამაც ვასპურაკი მე თუ მატრინიროვკებს იუაგთორემ სხვა აღარავინ დარჩა ახვარგაზრდა მოთამაშე ყომარისტი , ყველა ბებერია და ყველა მიწუწული გნიდა ვინ მიდის მოდის დგას, რო დგას მაგრად ასწორებს რა:;:;:!,,
აიშფიაკ რაგამ ელბმოკი ჰავლაბრელი ჟორიკას სიძე
03:14 14-09-2017
9
ევრობასკეტზე გამოვედით ისე,როგორც შეგვეძლო.ფავორიტებთან ტოლ-სწორად ჭიდილი ჯერ არ შეგვიძლია,მაგრამ დღითიდღე ვუახლოვდებით.როგორ შეიძლება ლანძღო კალათბურთელი,რომლითაც ამაყობ,რომელმაც შენს ქვეყანას სახელი გაუთქვა?თავდაუზოგავად იბრძოლეს ბიჭებმა და ამისთვის დიდი მადლობა მათ.მარტო ის თავგანწირვა რად ღირს თავდასხმაში ბურთისათვის ბრძოლაში ცინცაძემ რომ ლამის მოიტეხა ფეხი,მაგრამ ერთი თამაშის შემდეგ დაბრუნდა?! ჩვენ სერიოზულად კალათბურთისთვის არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყეთ სერიოზული ღონისძიებების გატარება.წინა მწვრთნელის წარმატებულ საქმიანობას ზუროსმა დაცვაში ახლებური-თანამედროვე აქტიური სტილი დაუმატა და შედეგიც ვნახეთ.სპორტში ხომ ხშირად ხდება-ერთი მთავარი სროლა და....ან აგრძელებ და იმარჯვებ ან მარცხდები და ბრუნდები სახლში.რა გაეწყობა.მოვუგეთ იმ ქვეყნების ნაკრებებს,რომლებსაც ,,მაკაბი" და ,,ჟალგირისი" ჰყავთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტს ხარჯავენ განვითარებისათვის.ბავშვთა კალათბურთი დღეს ვითარდება ინტენსიურად.მომავალი იქნება წარმატებული.არ მესმის-შერმადინის,შენგელიას,მარკოიშვილის,ბიტაძის,ბერიშვილის,მამუკელაშვილის,ზაქრაძის და მრავალ სხვათა პატრონ ქვეყანას მომავლისა რატომ უნდა ეშინოდეს? 7 კალათბურთელით მოთამაშე გუნდს მედლები ჯერ არ მოუგიათ.ყველაფერი იქნება,მაგრამ გული არავის უნდა დავწყვიტოთ.გაიხსენეთ-რამდენი ბედნიერი წუთი გვაჩუქეს ბიჭებმა.მარტო ხორვატიაში მოპოვებული ამასწინდელი გამარჯვება რად ღირდა?ახლებიც მოგგვრიან სიხარულის ცრემლებს.ეს სპორტია.ერთნი მიდიან და მეორენი მოდიან.
გიორგი ჯანიკაშვილი
02:08 14-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული