მეტოქე: გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
გერმანიის კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. გასულ ევრობასკეტსა და მომავალ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციოში საქართველოს მეტოქე ქვეყნის ნაკრებს ჰენრიკ რიოდლი გაუძღვება, რომელიც აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კრის ფლემინგის ასისტენტი გახლდათ.

ფლემინგი, რომელიც NBA-ს გუნდ "ბრუკლინ ნეთსის" ერთ-ერთი მწვრთნელია, ამერიკაში ბრუნდება და ამის გამო მან გერმანიის მთავარი მწვრთნელის სავარძელი დატოვა. რაც შეეხება რიოდლს, ის გერმანელთა მეორე ნაკრებისა და 20-წლამდელების მწვრთნელი გახლდათ და ცხადია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობ
და.

მოგეხსენებათ, გერმანიისა და საქართველოს ეროვნული გუნდები აწ უკვე დასრულებულ ევრობასკეტზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და ქართველებმა თელ-ავივში გამართული მატჩი 57:67 წააგეს, რამაც ჩვენს გუნდს საქმეები ძალიან აურია.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში გერმანია და საქართველო G ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი სერბეთი და ავსტრიაც ეყოლებათ.

24 ნოემბერს ქართველი კალათბურთელები გერმანელებს ხემნიცში ეთამაშებიან, საპასუხო შეხვედრა კი, გაისად, 25 თებერვალს თბილისში შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გისმინოს უფალმა Oto, კომენტარი მომეწონა თუმცა თხოვნა მაქვს ყველათან ქართული შრიფტით წერეთ, რომ ადვილი წასაკითხი იყოს.
gizog
22 სექტემბერი 2017 09:52
0
გერმანულად ჰქვია ქალაქს Chemnitz. Ch გერმანულად იკითხებავროგორც ასე რომ რუსულად თუ გინდა კემნიცგრდი ერქვას არ აქვს მნიშვნელობა
გიორგი
21 სექტემბერი 2017 18:35
1
ქალაქს ჰქვია კემნიცი/გდრ-ს დროს ერქვა კარლ-მარქს-შტადტი/
gulSematkivari......
21 სექტემბერი 2017 17:57
2
კემნიცი ისე ქვია მაგას როგორც თბილისს ტიფლისი
გიუნტერი
22 სექტემბერი 2017 10:31
0
Chinetshi aucileblad unda gavemgzavrot da msoflios chveni sidzliere vuchvenot! Rac evropashi dagvaklda,aziashi unda shevivsot
Oto
21 სექტემბერი 2017 15:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული