ილიას ზუროსი: იმედია, მომავალ წელს სრული შემადგენლობით ვითამაშებთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სერბეთთან დამარცხების (87:105) შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განვლილი მატჩზე ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა:

"სერბეთს ძალიან კარგი მწვრთნელი და კალათბურთელები ყავს. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს სრული შემადგენლობით ვითამაშებთ. რატომ ავიღე ტაიმ-აუტი შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე? ჩვენ შესათამაშებლად არც ისე დიდი დრო გვაქვს. მინდოდა რაღაც კომბინაცია გამეთამაშებინა. აქ მეტოქის უპატივცემულობაზე არაა ლაპარაკი. პირიქით, მე პატივს ვცემ თქვენს გუნდს

შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვქონდა. ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. სამწუხაროდ, ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.
დიქსონმა მაგრად ითამაშა, მაგრამ მხარდაჭერა ნაკლები ქონდა.

შემდეგი მატჩი ავსტრიასთან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სერბეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა. წარმატებას გისურვებთ".
მკითხველის კომენტარები / 14 /
ზუროს რომ რამე მოუვიდეს, ეს ჩვენი კალათბურთელების სინდის ნამუსზე იქნება.
სკფ
11:38 28-11-2017
0
ყოჩაღ ზუროს! აი ასე, ისეთ ძლიერ გუნდებთანაც კი როგორიც სერბეთია გამარჯვებაზე უნდა იფიქრო.
ამით ჩვენ გადავლახავთ იმ კომპლექსს, რაც თბილისის დინამოს კალათბურთს ჰქონდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე, სადაც მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დანარჩენა იყო მიზანი და საპრიზო ადგილისთვის არც კი ოცნებობდნენ (1980-ან წლებს ვგულისხმობ).
კარგია, რომ უკვე ლიტვას ვუგებთ, აგერ სებეთთან თანაბრად ვითამაშეთ, ფაქტიურად მეორე გუნდით.
მალე საუკეთესო გუნდი გვეყოლება, თუ ასე გავაგრძელებთ პროგრესირებას. ბითაძესთან ინდივიდუალერადაც არის სამუშაო. კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, მაგარამ ოსტატობა უნდა დახვეწოს.
კაუნასიდან.
10:49 28-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული