ტრადიციად ქცეული კითხვა: გვეყოლებიან ნაკრებში შენგელია და შერმადინი?

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს. ჯერ კიდევ დიდი კითხვაა დასმული ნაკრების ორ ლიდერთან მიმართებაში. ითამაშებენ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი?

წინასწარ ცნობილია, რომ ტრავმის გამო ამ ეტაპზე გამორიცხულია დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის თამაში.

მთავარი და მოუგვარებელი პრობლემა ევროლიგისა და ფიბას დაპირისპირებაა, რადგან ევროლიგის კლუბებს სანაკრებო მატჩების დროს თვითონ აქვთ თამაშები და შესაბამისად, კალათბურთელებს არ უშვებენ.

ევროლიგის რეგულარული სეზონი დასკვნით ფაზას უახლოვდება. თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მე-9 პოზიციაზეა, ხოლო გიორგი შერმადინის "უნიკახა" - მე-10-ზე.

22
თებერვალს ორივე ჩვენებურს მატჩი აქვს. "ბასკონია" პირველადგილოსან "ცსკას" უპირისპირდება, "უნიკახა" კი მე-8-ადგილოსანი "მაქაბის" მდევარია. შესაბამისად, ალბათ, გამორიცხულია, რომ ამ მატჩში ქართველების გარეშე გავიდეს რომელიმე კლუბი პარკეტზე, თან იმ ფონზე, როცა მარტო ქართველები არ დგანან ამ პრობლემის წინაშე.

თუმცა არსებობს 25 თებერვალი და თბილისში შეხვედრა გერმანიასთან. თუ ქართველების კლუბების ცხრილს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2 მარტამდე უწევთ დასვენება. წინა სანაკრებო ტურის დროს კი გვქონდა პრეცედენტი, რომ დაახლოებით 20-მდე ევროლიგის კალათბურთელმა შეძლო ნაკრებთან ერთად ეასპარეზა.

თუ პირველ მატჩში იმედი თითქმის არ უნდა ვიქონიოთ, მეორე მატჩისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ წერილის გაგზავნა არ იქნება კლუბისთვის საკმარისი, აქ უფრო მოლაპარაკებებია საჭირო.

მაგალითისთვის, ბულგარეთის ფედერაციამ მოახერხა მოლაპარაკება "ბარსელონასთან", რის შედეგადაც საშა ვეზენკოვმა ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და მისი ასპარეზობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო იმისთვის, რომ ბულგარელებს მოეგოთ.

თუნდაც გიორგი შერმადინის ბოლო პერიოდში მიცემული ინტერვიუ გავიხსენოთ "ლელოსთან". გიორგის თქმით, ფინეთის სპორტის მინისტრმა თვითონ დარეკა კლუბში და კალათბურთელის გაშვება ითხოვა.


ფედერაციიდან უფრო აქტიური ნაბიჯებია საჭირო, თორემ შეიძლება ამ ჯგუფიდან გასვლაზეც მოგვიწიოს კითხვის დასმა. ყველაფერს მაიკლ დიქსონი ვერ გაააკეთებს!
მკითხველის კომენტარები / 5 /
იყო ჩასული აიღო ინტერვიუ კალათბურთელებისგან და მიყავდა თამაშის რეპორტაჟი რა მოილაპარაკა კლუბის მესვეურებთან ამაზე საერთოდ არაფელი უთქვამს. კიდე ვერთხელ ვიმეორებ რო ავსტრიასთან ისინი დიდი ალბათობით ვერ იქნებიან.დიდი ალბათობით ავსტრია მის მოედანზე ჩვენთან ფავორიტი იქნება
zaza
11 თებერვალი 2018 13:29
1
თუ ასეთი სიტოაცია კლუბებში და ნაკრებებში საერთ რა აზრიაქ ამის ჩატარებას, ყოფილიყო როგრც იყო ისე და მორჩა ჩამოვიდოდნენ ითამაშებდნენ. ფიბას და ევროლიგის მესვეურება რა გაიფარჩაკეს თავისი თავი და კალთბურთიც. ბავშვებივით იკცევიან თუ კალთბურთელები არ გამოუშვა კლუბებმა აბა პარიკმახერები ხოარ ითამაშებენ .. ისედაც ევროპაში დაჩმორებულია კალთბურთი და ეხლა ხო მთლად გაფარჩაკეს . ..
reali
09 თებერვალი 2018 14:24
0
"ზეონი"-ს. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გენერალურ მდივანთან ერთად ორი დღეა ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ესპანურ კლუბებთან, რათა ერთ მატჩზე მაინც გამოუშვან შენგელია და შერმადინი. ეს ძალიან რთულია, რადგან ფიბა-სა და ევროლიგას შორის დიდი დაპირისპირებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტიც არ არის. ბოლო ინფორმაციით მარკოიშვილი ტრავმირებულია, დიქსონის ახალი კლუბიც წინააღმდეგია გამოშვების და მათთანაც მოლაპარაკებებია. ასე რომ საერთოდ გაურკვეველია, ვინ ითამაშებს ნაკრებში.
ვახო
09 თებერვალი 2018 11:53
1
აბა ფედერაცია? ეგ ის ხალხი არ არის თავდებში რომ ჩაუდგა კრიმინალებს გუშინ?
ზეონი
09 თებერვალი 2018 10:39
1
მივმართავ ავტორს, სტატიის დაწერამდე ჯობია დააზუსტოთ ინფორმაცია და მერე მივცეთ რჩევები ფედერაციას. პაატა გურასპაული ან პირადად გაემგზავრა (ან გაემგზავრება) ესპანეთში. ალბათ გასაგებია რომ ესპანეთის ხედების დასათვალიერებლად არ მიდის და შეხვდება კლუბის ხელმძღვანელებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
იმედია რაღაც შედეგს მიაღწევს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია ფედერაცის არ გაუვრცელებია, ჩვენც მოხარულები ვიქნებით თუ ეგ მოხდება
სტუმარი
09 თებერვალი 2018 10:13
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული