შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, შერმადინი ავსტრიასთან მსოფლიოს შესარჩევის მატჩისთვის კლუბიდან არ გამოუშვან.
- 23 თებერვალს ავსტრიაში ვითამაშებთ. უნდა გვქონდეს გიორგი შერმადინის იმედი?
- ნამდვილად არ ვიცი, სიტუაცია როგორ შეიცვლება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ "უნიკახაში" ოფიციალური წერილი უკვე გამოგზავნა ჩემი გაშვების თხოვნით.
თუმცა, რა გადაწყდება, ჯერ არ ვიცი. ფინელი საშა სალინის ნაკრებში გაშვება ჩვენს კლუბს ფინეთის სპორტის მინისტრმა პირადად სთხოვა, მაგრამ ისევე, როგორც მე, სალინიც ელის. "უნიკახაში" სამი კალათბურთელი
რაც შეეხება სერბებს, მილოსავლევიჩს და ნედოვიჩს, ისინი მწვრთნელმა საშა ჯორჯევიჩმა თებერვლის მატჩებისთვის არ გამოიძახა.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე