საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან პირველი ტაიმი 38:51 წააგო

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან პირველი ტაიმი 13 ქულით წააგო.

საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, რომელსაც გიორგი ცინცაძის ტრავმა დაემატა, გასულ ტურში სერბეთის დაამმარცხებელი გერმანიის ეროვნული გუნდი ამ მოცემულობით საქართველოს ნაკრებზე ძლიერია, თუმცა ერთ მატჩში და მითუმეტეს საკუთარ მოედანზე, მისი ძლევა დიდი ძალისხმევით შესაძლებელია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზოროსმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა პარკეტზე: ცქიტიშვილი, ბოქოლიშვილი, ბოისა, დვალიშვილი, დიქსონი. სტარტი საქართველოს ნაკრებისთვის კარგი ვერ გამოვიდა, გერმანია 7 ქულით დაწინაურდა, გოგა ბითაძის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ვითარება ერთი პირობა კი
გამოსწორდა და სხვაობა 1 ქულამდე კი შემცირდა, მაგრამ პირველი მეოთხედი მაინც წავაგეთ 10 ქულით.

მეორე პერიოდში სიტუაცია არ შეცვლილა, სტუმრებმა უპირატესობა არ დათმეს, უზადოდ ესროდნენ ბურთს პერიმეტრიდან და ტაიმი 13 ქულით წავაგეთ. ჩვენი გუნდიდან აღსანიშნავია ბერიშვილის ზუსტად ნატყორცნი 3-ქულიანები.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა ბითაძე დღითი დღე უმატებს თამაშის ხარისხს და უფრო ძლიერი ხდება. დღევანდელი თამაში მართლა მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ.
ავსტრიასთან კი მოვიგეთ, მაგრამ საშინელი თამაში იყო.
წარმატებები ახალგაზრდა კალათბურთელებს, ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. ძალიან კარგია ბერიშვილი, ასევე ბოქოლიშვილი და დვალიშვილი ( დვალიშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთოს და მთლად მაგარი კაცი იქნება,ეხლა არაა რთული). ამ ცინცაძეს რა სჭირს ვერ გავიგე. სანამ ფორმაშია მაშინ უნდა ითამაშოს, თუ არა გავა პენსიაზე და მერე რას გააკეთებს.
წავაგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი კარგი იყო.
22:46 25-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული