ილიას ზუროსი: ბოლო წუთამდე მჯეროდა გამარჯვების

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საქართველო-გერმანიის მატჩის (77:87) დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

- დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე და მადლობელი ვარ ჩვენი კალათბურთელების. ჩვენ შევეცადეთ მიგვეღწია წარმატებას ჩვენი სისტემით, მაგრამ ნამდვილად დაგვაკლდა კალათბურთელები.

ჩვენ ვითამაშეთ 6 ძირითადი კალათბურთელის გარეშე. რთულია ამ დროს აჩვენო კარგი კალათბურთი, ვიმუშავეთ მაქსიმალურად, მაგრამ დრო იყო ძალიან ცოტა ამისთვის. კარგად ვიასპარეზეთ ავსტრიასთან და ჩვენი მიზანია ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ ბოლო მატჩებშიც ავსტრიასთან და სერბეთთან.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა წარმატების მიღწევა, ჩვენ, თქვენ
ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს. ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა.

- ფიქრობთ, რომ სერბეთთან რეალურია გამარჯვება, რომ გადავიდეთ შემდეგ ჯგუფში ერთი მოგებით მაინც?
- პირველ რიგში უნდა მოვიგოთ ავსტრიასთან, რათა ჯგუფიდან გავიდეთ. სერბეთი ძლიერი გუნდია, ამ მომენტში მოიგებ თუ წააგებ, თქმა რთულია. ყველაფერი ზაფხულში გამოჩნდება. მიზნად დავისახეთ მომავალი თაობა შევათამაშოთ და მოხდეს ახალი ტალანტებით ნაკრების შევსება.

- თამაშის მიწურულს კამათი მოგივიდათ მოწინააღმდეგეთა მწვრთნელთან, შერიგდით?

- ამოიწურა რაც იყო, არ მინდა ამაზე საუბარი. 31 წელია მწვრთნელი ვარ, პატივს ვცემ მოწინააღმდეგს, თუ მეც იგივეს მოვითხოვ. ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავთ, შეეშალა რაღაც და ამას მოჰყვა ეს გაუგებრობა.

- პირველ ტაიმში გაგვიჭირდა ძალიან დაცვაში, მივიღეთ 50 ქულა და რას ფიქრობთ, შესაძლებელია ამის გამოსწორება?
-  უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოთამაშეები, რომლის წინააღმდეგ ვთამაშობდით, წამყვან ლიგებში ასპარეზობენ და შეთამაშებული არიან ერთმანეთთან კლუბებში. ჩვენი შესაძლებლობები კი მწირი იყო, ეს კალათბურთელების ბრალი არ არის. ჩვენ რამდენიმე სისტემა ვცადეთ, რამდენჯერმე გადავეწყვეთ, თუმცა არ გვეყო დრო მოსამზადებლად, რათა შეთამაშება ბოლომდე მოგვესწრო. მე მადლიერი ვარ ჩვენი ბიჭების.

- ბევრი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა, თუმცა ბოლო 3 წუთშიც კი გვქონდა შანსი მოგების. თუ ელოდით ასეთ თამაშს?
- მე მჯეროდა ბოლო წუთამდე გამარჯვების, რაღაც მომენტში 3-ქულიანი რომ ჩაგვეგდო, ბოლოში შეიცვლებოდა სიტუაცია. რეალობა არის ხანდახან სხვანაირი, ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბოისა რატოა ნაკრებში იოლი ასახსნელია - ძმაო ძმითა ხარ ძლიერი, თუ ძმა გყავს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი! :) ერთი არ მესმის, თავის მასხრად აგდება მაგარი სასიამოვნოა?!
1
ბოროდაჩევი,მილოვიდოვი,კაპუსტინის "დონის" კალათბურთელები ჩამოვიყვანოთ და "ავყვავდებით".ისე ამ ქვეყანაში როგორ ყველაფერი უკან მიდის?!ზუროსიც მალე გაიქცევა.
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული