საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები სახლში გერმანიასთან 10 ქულით დამარცხდა.

საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, რომელსაც გიორგი ცინცაძის ტრავმა დაემატა, გასულ ტურში სერბეთის დამმარცხებელი გერმანიის ეროვნული გუნდი ამ მოცემულობით საქართველოს ნაკრებზე ძლიერია, მაგრამ ერთ მატჩში და მითუმეტეს საკუთარ მოედანზე, მისი ძლევა დიდი ძალისხმევით შესაძლებლად მოსჩანდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაინც დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა პარკეტზე: ცქიტიშვილი, ბოქოლიშვილი, ბოისა, დვალიშვილი, დიქსონი. სტარტი საქართველოს ნაკრებისთვის კარგი ვერ გამოვიდა, გერმანია 7 ქულით
დაწინაურდა, გოგა ბითაძის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ვითარება ერთი პირობა კი გამოსწორდა და სხვაობა 1 ქულამდე კი შემცირდა, მაგრამ პირველი მეოთხედი მაინც წავაგეთ 10 ქულით.

მეორე პერიოდში სიტუაცია არ შეცვლილა, სტუმრებმა უპირატესობა არ დათმეს, უზადოდ ესროდნენ ბურთს პერიმეტრიდან და ტაიმი 13 ქულით წავაგეთ. ჩვენი გუნდიდან აღსანიშნავია ბერიშვილის ზუსტად ნატყორცნი 3-ქულიანები.

მეორე ტაიმში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჩამორჩენა ერთხელ 5 ქულამდე კი შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და დასანანი მარცხი განიცადა.

26 ქულით მატჩის ყველაზე ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დიქსონი იყო, ბერიშვილმა 15 ქულა ჩააგდო, ბითაძემ 9, ბოქოლიშვილმა 8, ცქიტიშვილმა 7, ფაცაციამ 5, დვალიშვილმა 4, ჩაჩანიძემ 3.

სტუმართა გუნდიდან 15 ქულა საიბუმ ჩააგდო, 14 ბენზინგმა, 12 ბარტელმა, 12 გიფეიმ, 11 ცირბესმა, 7 ობსტმა, 5 დორეტმა, 4 აკპინარმა, 4 სეიფერტმა, 3 ტადამ.

საქართველოს ნაკრები 4 ტურის შემდეგ 1 მოგებით მე-3 ადგილზეა და 29 ივნისს ავსტრიასთან უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ვერ დავეთანხმები იმ აზრს რო სანიკიძე და ფაჩულია გვაკლდა რადგან ერთიც და მეორეც უბრალოდ ნაკრებიდან წავიდენ ანუ თითქმის 15 წელი რას აკეთებდი ფედერაცია არც არაფელს იყო ექვსი კალათბურთელი და იყო შედეგი და ყველა კმაყოფილი ხოდა რო არაფელი აკეთე ამ 15 წელიწადში მიტო მოგივიდა ის რაც მოგივიდა თუ თაობათა ცვლას ხელი არ შეუწყვე თუ აკადემიები არ გაქვს და კალათბურთელს ვერ ზრდი მაშვინ რისი იმედი უნდა გქონოდა აი ამ კითხვას როარსვამდენ ამ პერიოდის განმავლობაში მიტო ვართ ეხლა დიდ ნეხვში და უფრო დიდი იმედგაცრუება წინ გველოდება.როცა მანუ შერმანდინი ცინცაძე და თოკო წავლენ ნაკრებიდან.ჰა ჰა 4 წელი იყო შენგელია ყველაზე დიდი ნაკრებში მანუ და შერო უეჭველი ერთ შესარჩევს კიდე გაათრევენ და მორჩა.გერმანია მაგარი გუნდი იყოო შენიყავი უსუსრი თორე გერმანია ევროპის მაშტაბითაც კი ერთი საშუალო დონის გუნდია.
zaza
01 მარტი 2018 10:50
0
როგორც ყოფილ კალათბურთელს, ნამდვილად მაქვს პრეტენზია, ჩემი მოსაზრება მეტ-ნაკლებად კომპეტენტურად ჩავთვალო. თვდაპირველად მადლობა მინდა გადავუხადო მაიკლ დიქსონს მაღალი დონის და ჯიგრიანი თამაშისთვის. 6 დღეში 3 თამაშის(მათ შორის ერთი თურქეთის ჩემპიონატში) თითქმის შეუსვენებლად ჩატარება, თანაც ლიდერის პოზიციაზე, ურთულესია. დიქსონის გარდა, საქართველოს ნაკრები რეალურად მეორე კი არა, მესამე შემადგენლობით თამაშობდა. წინა ნაკრებიდან გუნდში სხვადასხვა მიზეზის გამო(ზოგმა თავი დაანება, ზოგი გუნდიდან არ გამოუშვეს, ზოგს ტრავმა აქვს) არ იყვნენ სანიკიძე, ფაჩულია, შენგელია, შერმადინი, მარკოიშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, ცინცაძე. როცა მოედანზე ერთდროულად 5 მოთამაშეა და გუნდს 8 ძირითადი მოთამაშე გამოაკლდა, ეს ნიშნავს, რომ სრულიად ახალ გუნდს ქმნი. რაც წარმოუდგენლად რთულია. ამ გუნდმა, ილიას ზუროსის და მისი შტაბის ძალისხმევით, ასევე დიქსონის გვერდზე დგომით შეუძლებელი შეძლო და ავსტრიაში მასპინძლები 14 ქულით დაამარცხა. ავსტრია რომ ხელწამოსაკრავი არ არის, გუშინდელმა თამაშმაც აჩვენა, რომელშიც მხოლოდ 1 ქულით, თანაც ბოლო წამებზე დამარცხდა სერბეთთან. გერმანიის ნაკრები რა ძალაც არის ევროპის ჩემპიონატზეც ვნახეთ და მსოფლიოს შესარჩევზეც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მათი ეროვნული ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა. ბამბერგის "ბროსე", ბერლინის "ალბა", ბონის "ტელეკომი" და მიუნხენის "ბავარია" მუდმივად მონაწილეობენ ევროთასებზე და დიდი გამოცდილება აქვთ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ვინც საქართველოს ნაკრებს აკრიტიკებს, გააანალიზოს და რეალურად შეხედოს სიტუაციას. ასეთ რეალობაში ავსტრიის ნაკრების დამარცხება და გერმანიასთან თანაბრად თამაში მხოლოდ აქტივში ჩაითვლება. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გუშინ სპორტის სასახლეში აქტიურად უჭერდა მხარს ჩვენს ნაკრებს. დიდი სურვილი მაქვს, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ახალი სპორტის სასახლის დარბაზი ნახეცრად მაინც გაივსოს. დასწრება ხომ უფასოა. წარმატებები
ლევანი
26 თებერვალი 2018 13:26
0
გეთანხმებით და დავამატებდი... IV პერიოდსი, როდესაც ქულათა სხვაობა 5-მდე შემცირდა, მსაჯმა ფრიად საეჭვო 3 სროლიანი "ფოლი" მისცა ჩვენს ნაკრებს... დიქსონი კი, მართლაც საუკეთესო ლეგიონერია, ვინც კი გვყოლია, მაგრამ თამაშის დროს არც თუ იშვიათად, უყურადღებობა ახასიათებს. სხვას ვერაფერს ვერ დავაბრალებ იმ ელემენტარულ შეცდომებს, რომლის გამოც ის ბურთს ჰკარგავს...
tngh
26 თებერვალი 2018 16:23
1
ვაა წავაგეთ? აკი წამყვანები ავსტრიასთან მატჩში გაიძახოდნენ 10 ქულით მოვიგებთო და საბერძნეთის ნაკრებს შევხვდებითო, საერთოდ გავა კი ჯგუფიდან
golfi
26 თებერვალი 2018 10:51
8
დიდი მადლობა ბიჭებს,უკლებლივ ყველას! რა თქმა უნდა ქედს ვიხრით დიქსონის წინაშე, ეს კაცი სულს და გულს დებს თითოეულ თამაშში. ზუროსმა კი ძაან შეგვაყვარა თავი.
Georgian
26 თებერვალი 2018 02:41
0
როცა მსაჯების სადაურობა გავიგე,ცოტა იმედი მომეცა,არ გავყიდიანო,მაგრამ თურმე სადა ხარ.ყველა სადაო სიტუაციაში და ზოგჯერ უდაოშიც ,მსაჯები ჩვენ წინააღმდეგ მსაჯობდნენ.არადა ამ მდგომარეობაშიც კი შეიძლებოდა გამარჯვება.მსოფლიოში არ არსებობს ერი,რომელსაც ჩვენზე მეტად შეეძლოს მუდმივად გმირული თავგანწირვა ბრძოლაში და შემდეგ სულელურად ამ გმირული თავგანწირვის შედეგების ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაყრა.ჩვენს ნაკრებს არაფერში არ უმართლებს,ჩასავარდნი ტყორცნების კალათიდან ამოვარდნით დაწყებული,ტრავმების ეპიდემიით დასრულებული,მაგრამ თუნდაც ორი კვირა ეს ბიჭები ერთობლივად ავარჯიშოს ზუროსმა და ვინ გაიმარჯვებს,მერე ვნახოთ.კი ზუროსში და დიქსონში ნამდვილად გაგვიმართლა.აქვე ცხადად გამოჩნდა, რამდენად გვაკლდა ცინცაძე,თუნდაც იმითი,რომ მის ყოფნაში დიქსონი გაცილებით აქტიური იქნებოდა დაცვაში,მის გარეშე კი თავს იძულებით ინახავდა და სამწამიანის გადაკეტვა, ჩვენთვის შეუძლებელი გახდა/უმისობა დაგვეტყო შეტევის ორგანიზებაშიც,დიქსონი გაცილებით უკეთ იჯდა გუნდურ თამაშში,ვიდრე წინა თამაშზე,მაშინ ხომ გუნდთან მას მხოლოდ ერთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული და ზოგიერთ ახალწვეულს შეიძლება არც იცნობდა მანამდე.თანაც ენობრივი ბარიერიც ხომ საგულისხმოა,მაგრამ ერთობლივი ვარჯიშის ნაკლებობა მაინც იგრძნობოდა და თან მის წინააღმდეგ უკვე ძალიან მჭიდროდ თამაშობდნენ.ერთი სიტყვით წავაგეთ,მაგრამ ამ ბიჭებს გაცილებით მეტი შეუძლიათ და რაღაც დროის შემდეგ,ამას აუცილებლად დაამტკიცებენ.ყოველ შემთხვევაში ეს ორი თამაში გაცილებით უკეთესი იყო,ვიდრე პირველი ორი.
სოსო
25 თებერვალი 2018 21:36
0
რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა.
გიორგი
25 თებერვალი 2018 21:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული