დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის 1 მატჩი გაიმართა. შეხვედრის შედეგი წინდაწინ ცნობილი იყო, რადგან უპირობო აუტსაიდერ “სოხუმი”, რომელსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს მოპოვებული, “ოლიმპს” ხვდებოდა და დიდი სენსაცია იქნებოდა, რომ მოეგო. სენსაცია არ მომხდარა – “ოლიმპმა” მატჩი ზედმეტი გართულების გარეშე – 89:41 მოიგო.
სოხუმელებმა თამაში დალაგებულად დაიწყეს და პირველი პერიოდი 15:13 მოიგეს, თუმცა მეორე ათწუთეულში მათი დაცვა ჩამოიშალა. “ოლიმპმა” მეოთხედი 33:7 მოიგო, დიდი უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე ლიდერობას ზრდიდა. ოლიმპელებს 25 ქულით და 8 პასით გივი ბაქრაძემ
ულიდერა. 14 ქულა და 11 მოხსნა მორის ჰილმა დააგროვა, ალექსანდრე ბოლქვაძემ და გეგი ბაქრაძემ კი თავი 12-12 ქულას მოუყარეს. სოხუმელთაგან 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ახალგაზრდა, 20 წლის გიორგი ყეინაშვილმა დაძლია, რომელმაც 11 ქულა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა სერგო ათუაშვილს, რომელმაც თავი 9 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით