bblprofis.de-ს ცნობით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ცვლილებაა - მაიკლ დიქსონის ნაცვლად, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ღირსებას 31 წლის ტადუს მაკფადენი (სიმაღლე 188 სმ) დაიცავს, რომელიც "კიმისში" თამაშობს და საბერჩნეთის ჩემპიონატის ბომბარდირია. ტადუსი საშუალოდ ერთ მატჩში 17.7 ქულას, 2.9 მოხსნა, 4 პასს, 1.5 ჩაჭრასა და 0.1 დაფარებას აგროვებდა.
მისმა გუნდმა პლეი-ოფის "მეოთხედფინალი "ოლიმპიაკოსთან" 0:2 წააგო, ხოლო თავად ამ ორ მატჩში 36 ქულა ჩააგდო.
მან საბერძნეთის ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ის ჩეხეთის "უსტი ნად ლაბემში", გერმანიის "ბრაუნშვაიგში", კვიპროსის აპოელ-სა და აეკ-ში, საფრანგეთის "ნანსიში", საბერძნეთის პაოკ-ში და მაკედონიის "კარპოს სოკოლიში" ასპარეზობდა.
ვიკიპედიაში ტადუსი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელადაა მოხსენიებული. ასე რომ, სერბეთთან (29) ივნისს და ავსტრიასთან (2 ივლისს) მატჩებში მაკფადენი დიქსონის ნაცვლად ითამაშებს.
18:07 10-06-2018
საქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
იმედი მაქვს ეს დიქსონის სურვილი იყო და კაცს გული არ ატკინეს
2. ერთხელ გამოვთქვი ეს "გიჟური" იდეა და კიდევ გავიმეორებ. იქნებ ზაზას გამოეყენებინა თავისი მეგობრობა და ეთხოვა კლეისათვის, რომ მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. წარმოგიდგენიათ, რა საოცარ შედეგებს ვაჩვენებდით მაშინ?!