ვლადიმერ ბოისა: მაკფადენთან არის ასეთი მოლაპარაკება - ორი წელი თამაშობს უფასოდ და...

AutoSharing Option
12 ივნისს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ვლადიმერ ბოისამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და გეგმებზე ვლადიმერ ბოისამ ისაუბრა.

"გუშინ იყო პირველი ვარჯიში. 22 და 23 ივნისს დავნიშნეთ ამხანაგური შეხვედრები პრაღაში ჩეხეთთან. ჩვენს გუნდში ოთხი ახალი მოთამაშეა და ისინი შეთამაშებას საჭიროებენ.

იცით, რომ მაიკლ დიქსონი აღარ არის ნაკრებში. ჩვენ ერთადერთი ფედერაცია ვართ, რომელიც ამერიკელებს არ უხდის ფულს და ის უფულოდ თამაშობდა ჩვენს ნაკრებში. ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა ჩავდეთ, რომ მაიკლ დიქსონს ეთამაშა ჩვენთან, თუმცა მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ვეღარ
შეძლებდა თამაშს.

ძალიან რთული იყო ამერიკელებთან მოლაპარაკება, რადგან ქართული პასპორტი დღეს არავის არ ეხმარება, გარდა ესპანეთში მოთამაშე კალათბურთელებისა. ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მწვრთნელი, რომელმაც შეძლო ამერიკელი კალათბურთელის მოყვანა.

მაკფადენთან არის ასეთი მოლაპარაკება - ორი წელი თამაშობს უფასოდ და ჩვენ ვთავაზობთ კარიერაში დახმარებას. ჩვენ არ ვიხდით ფულს, რადგან ქართველი კალათბურთელებიც არ იღებენ ფულს და ამ ეტაპზე ამ ბიჭს სჭირდება დახმარება, რომ ხელი შევუწყოთ ადაპტაციაში. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომელმაც ხელი შეგვიწყო პასპორტის გაცემაში.

ყველას მოვუწოდებ, რომ ბილეთები შეიძინონ დროულად, რადგან დიდი მოთხოვნა იქნება", - აღნიშნა ბოისამ.

altილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოღონდ უფასო იყოს და რას არ გააკეთებთ თქვენ?!
ბაჩო
10:20 13-06-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული