ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 29 ივნისს სერბეთს და 2 ივლისს ავსტრიას უმასპინძლებს.

altსაქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო


11 ივნისს, "დინამოს" ბაზაზე ბერძენმა სპეციალისტმა პირველი ვარჯიში გამართა, რომელსაც 18 კალათბურთელი დაესწრო. ლეგიონერთა ბირთვი - თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი და გოგა ბითაძე ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.

მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 2 საკონტროლი მატჩს გამართავს. 22 და 23 ივნისს ზუროსის გუნდი პრაღაში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს
დაუპირისპირდება, რომელთაგან ერთი შეხვედრა დახურული ხასიათის იქნება.

მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ნატურალიზებული მოთამაშის ადგილს ამერიკელი ტედ მაკფადენი დაიკავებს.

მაიკლ დიქსონს ჩვენს ნაკრებში თამაშის 2-წლიანი ვალდებულება გასული წლის სექტემბერში ამოეწურა, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ძალისხმევით, მაიკლმა მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის ნოემბრისა და თებერვლის ფანჯრებში მაინც ითამაშა და ახლა საქართველოს ნაკრების დატოვება გადაწყვიტა.

altმადლობა ულამაზეს საქართველოს - მაიკლ დიქსონის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში


ჩვენი ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა მისი შემცვლელი საბერძნეთში, ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის ბომბარდირის სახით იპოვა. ტედ მაკფადენი გასულ სეზონში კლუბ "კიმისში" თამაშობდა და ეს გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად გაიყვანა პლეი ოფში. გამორჩეული შედეგიანობის გამო მაკფადენი ბერძნულ "ოლ სტარში" მოხვდა, სადაც ოლიმპიაკოსელ და პანათიკაიკოსელ სუპერვარსკვლავებთან ერთად საჩვენებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altსაქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]


მაკფადენამდე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნულ ნაკრებებში სათამაშოდ გზა გაეხსნა 19 წლის სანდრო მამუკელაშვილს. ის ამერიკის მოქალაქეა და მიუხედავად დიდი სურვილისა, მწვრთნელებმა საქართველოს ვერც ერთი ასაკობრივი ნაკრებში ვერ ათამაშეს.

მამუკელაშვილთან ერთად ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 19 წლის ლუკა ბულაშვილი, ხოლო 17 წლის რატი ანდრონიკაშვილი გაფართოვებულ სიაში გასულ ნოემბერშიც იყო, თუმცა ილიას ზუროსის ვარჯიშს გუშინ პირველად დაესწრო.

ეროვნული ნაკრები დიღმის ბაზაზე ივარჯიშებს, ხოლო ფიზიკურად სნეპ-ფიტნესში მოემზადება. ჩეხეთში გამგზავრებამდე ნაკრებში გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე ჩამოვლენ, მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ბელგიაში რეაბილიტაციას გადის, გუნდს პრაღაში შეუერთდება.

თორნიკე შენგელიას ჩამოსვლა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაზეა დამოკიდებული. ყველაზე ხანგრძლივი პერსპექტივით, "ბასკონიასა" და მადრიდის "რეალის" საჩემპიონო დაპირისპირება შესაძლოა, 22 ივნისამდე გაგრძელდეს.

Sportall.Ge

altვლადიმერ ბოისა: მაკფადენთან არის ასეთი მოლაპარაკება - ორი წელი თამაშობს უფასოდ და...

altტედ მაკფადენი: ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრებში თამაში

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნაცებს ვთხოვოთ მოთხოვნებს ბოისას გადადგომაც დაამატონ :)))
0
ცქიტიშვილი რატო არ გამოიძახა?
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული