სერბეთის ნაკრებს თბილისში NBA-ს მხოლოდ ერთი კალათბურთელი დაეხმარება

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრები 15 ივნისიდან ბელგრადში შეიკრიბა და 29 ივნისს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის სამზადისს შეუდგა. 20 ივნისიდან სერბები ნოვი სადში გადაინაცვლებენ და იქ გააგრძელებენ მზადებას.

როგორც უკვე გაუწყეთ, ნაკრებს ტრავმების გამო ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) და ბოგდან ბოგდანოვიჩი (საკრამენტო) ვერ დაეხმარებიან. მაშინვე ვივარაუდეთ, რომ შესაძლოა სხვებსაც რაიმე მოემიზეზებინათ და თამაშისთვის თავი აერიდებინათ. ასეც მოხდა. "კლიპერსის" გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება სლავთა გუნდს, ხოლო "მინესოტას" თავდამსხმელი ნემანია ბიელიცა თავის კლუბთან კონტრაქტის მოგვარებითაა დაკავებული.

მწვრთნელმა ალეკსანდარ
ჯორჯევიჩმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, თბილისში მარკო გუდურიჩი (ფენერბახჩე) ვერ დაეხმაროთ, ხოლო "კლიპერსის" ცენტრი ბობან მარიანოვიჩი 24 ივნისს შეუერთდება გუნდს. ის სერბების ნაკრებში NBA-ს ერთადერთი მოთამაშე იქნება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვების შანსები პროცენტულად გაიზარდა და 50/50ზეა.
georgian
14:34 19-06-2018
1
მაგათ ევროპაშიც საკმარისი ხალხი ჰყავთ.ჩვენ ვინ გვეყოლება,ამაზე ვიფიქროთ.
სოსო
07:50 19-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული