ზუროსმა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელი შეიყვანა. 11 ივნისიდან ნაკრები „დინამოს“ ბაზაზე 16 კალათბურთელით ვარჯიშობდა, გუშინ კი გუნდს ლეგიონერები – გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე შეუერთდნენ.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 საკონტროლო შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან 22 და 23 ივნისს – პრაღაში გამართავს. პირველ შეხვედრას ჩეხეთის ცენტრალური ტელევიზია უჩვენებს, ხოლო მეორე მატჩი დახურული ხასიათის იქნება.
ჩეხეთთან დაგეგმილ მატჩებეს ილიას ზუროსი ძირითადად ახალგაზრდებისა და ახალი ამერიკელი კალათბურთელის – თად მაკფადენის გამოსაცდელად, გუნდთან მათ შესათამაშებლად გამოიყენებს.
25 ივნისს თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 ლეგიონერი – თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი შეუერთდებიან.
სერბეთის ნაკრებს თბილისში NBA-ს მხოლოდ ერთი კალათბურთელი დაეხმარება
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით