საქართველოს ნაკრები სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო 2 საშინაო მატჩი დარჩა გასამართი: 29 ივნისს სერბეთთან და 2 ივლისს – ავსტრიასთან.

ზუროსმა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელი შეიყვანა. 11 ივნისიდან ნაკრები „დინამოს“ ბაზაზე 16 კალათბურთელით ვარჯიშობდა, გუშინ კი გუნდს ლეგიონერები – გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 საკონტროლო შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან 22 და 23 ივნისს – პრაღაში გამართავს. პირველ შეხვედრას
ჩეხეთის ცენტრალური ტელევიზია უჩვენებს, ხოლო მეორე მატჩი დახურული ხასიათის იქნება.

ჩეხეთთან დაგეგმილ მატჩებეს ილიას ზუროსი ძირითადად ახალგაზრდებისა და ახალი ამერიკელი კალათბურთელის – თად მაკფადენის გამოსაცდელად, გუნდთან მათ შესათამაშებლად გამოიყენებს.

25 ივნისს თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 ლეგიონერი – თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი შეუერთდებიან.

altსერბეთის ნაკრებს თბილისში NBA-ს მხოლოდ ერთი კალათბურთელი დაეხმარება


მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟურნალისტებს თხოვნით მივმართავ, გთხოვთ მიუთითოთ რისი ნაკრები ემზადება, ნუთუ ასეთი რთულია წინ დაამატოთ საკალადბურთო ნაკრებმაო, რა უბედურებაა ვერ გავიგე.
0
"კალადბურთი" არა - კალათბურთი! კალათა და ბურთი...
qar-ს
17:41 19-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული