ილიას ზუროსმა ჩეხეთში ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 14 კალათბურთელი წაიყვანა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები რამდენიმე საათში ჩეხეთში გაემგზავრება. ილიას ზუროსის გუნდი თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის გავლით პრაღაში 20 ივნისს, გამთენიისას ჩაფრინდება, სადაც 22 და 23 ივნისს 2 საკონტროლო მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დარჩენილი 2 მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდს ჯგუფში 2 საშინაო მატჩი აქვს ელის – 29 ივნისს სერბეთთან, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიასთან.

ამ ნაკრებებთან ერთად ჩვენს ჯგუფში გერმანიაც არის, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და ლიდერია. შემდეგ მოდიან სერბეთი, საქართველო და
ავსტრია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მომდევნო – მეორე ეტაპზე 3 საუკეთესო გადის, რომლებსაც ამ ჯგუფში მოგროვილი ქულები მიჰყვებათ. საქართველოს მიზანია, ჯერ ჯგუფის სამეულში მოხვდრა გაინაღდოს, შემდეგ კი, რაც შეიძლება, მეტი ქულა დააგროვოს.

ილიას ზუროსმა ჩეხეთში 14 კალათბურთელი იხმო. ნაკრებს პრაღაში არ ეყოლება თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებიც ჩეხეთიდან დაბრუნებულ ეროვნულ გუნდს თბილისში დახვდებიან. 14-კაციანი შემადგენლობა ბერძენმა სპეციალისტმა დღეს, “დინამოს” ბაზაზე დაასახელა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
აქ უკვე ჩანს ფედერაციის უყაირათობა.

რატომ უნდა იფრინო სტამბოლის გავლით ძვირიანი ბილეთებით, როცა ქუთაისიდან პრაღაში პირდაპირი რეისი აქვს ვიზეარს უფრო იაფად.

ბოისას საკითხი უკვე სამარცხვინო ხდება რა.
უკვე ვოვა ბოისაა გასაშვები ფედერაციიდან თუ მაგის გამო უძახებენ ტოლიკას ნაკრებში.
ისე ნუ იზამთ რომ ქომაგი თითზე ჩამოსათვლელი გახდეს სპორტის სასახლეში და ცარიელ ტრიბუნებზე მოუწიოს ნაკრებს თამაში.
ქომაგი
10:15 20-06-2018
0
ყველა პრობლემა მოხსნილია ზუროსო ბოისა რაკი გყავს
შოთა გუგეშაშვილი
06:52 20-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული