საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა, ტადუს მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
პრაღაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 57:71 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, პირველი მეოთხედი 7 ქულით მოიგეს, ტაიმი კი 15 ქულით (!). მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა 3 ქულით შეამცირა, საბოლოოდ კი 14 ქულით დამარცხდა.

წაგება რა თქმა უნდა სამწუხაროა, მითუმეტეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კარსმომდგარი მატჩების წინ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს სპარინგი იყო, მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ახალი კალათბურთელები გამოსცადა და ჩვენს გუნდს წამყვანი მოთამაშეები აკლდა.

ეს და ჩეხეთთან გასამართი კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ზუროსს დაანახებს, ვის
შეუძლია დაეყრდნოს სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩებში.

მაგალითად, შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ახალმა ლეგიონერმა ტადუს მაკფადენმა, რომელმაც 36:29 წუთში 18 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და MVP გახდა.

კიდევ სასიხარულოა დუდა სანაძის დაბრუნება.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის სხვა წევრებს - ბითაძემ 14 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 12, სანაძემ 8, ჭოჭუამ 2, ბოქოლიშვილმა 2, მამუკელაშვილმა -1.

მოკლედ, საქმე სანერვიულოდ არაა, საქართველოს ნაკრებს შესათამაშებლად დრო კიდევ აქვს და თბილისში სულ სხვანაირ გუნდს ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი ქულა ჩააგდო მამუკეიშვილმა... პენალტი დაარტყა ??
reali
09:10 23-06-2018
0
რამდენი ხანი უნდა ნახოს და შეათამაშოს გუნდი ზუროსმა, წელი?
sdfffff
23:48 22-06-2018
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული