ევროპული კალათბურთის სუპერვარსკვლავი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოფრინდა და უკვე დილას, 11:00 საათიდან ნაკრებთან ერთად ივარჯიშა.
საქართველოს ნაკრებში უსიამოვნო სიახლეცაა: ეროვნულ ნაკრებს სერბეთთან და ავსტრიასთან ვერ დაეხმარება მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ქრონიკულად ნატკენი ფეხი აწუხებს და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მისი თამაში გამოირიცხა.
"იმ პროცედურების შემდეგ, რაც მაისის ბოლოს ჩავიტარე, იმედი მქონდა, ნატკენ ფეხს საბოლოოდ თუ არ მოვირჩენდი, ნაკრების მატჩებში მაინც ვითამაშებდი, მაგრამ… ინიექციას, რომელიც გერმანიაში 26 მაისს გავიკეთე, ექიმების თქმით, მაქსიმალური ეფექტი 4-6
ვერ ვახერხებ სირბილს და ხტომას. როცა მეგონა, ტრენაჟორებიდან ვარჯიშს სირბილსაც დავამატებ-მეთქი, ექიმებმა პირიქით - ვარჯიშების შემსუბუქება მირჩიეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან არ მეძლევა საშუალება, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს ნაკრებს დავეხმარო.
საქმე ისეთ კრიტიკულ დონემდეა მისული, რომ თუკი ამ ინიექციამ შედეგი არც უახლოეს კვირებში გამოიღო, ოპერაციის გაკეთება იქნება საჭირო. კიდევ ერთი ოპერაცია კი ჩემთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მზადყოფნას, დავეხმარო ნაკრებს, მაგრამ ამ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია", - აღნიშნა მარკოიშვილმა.
ლომი “ჯეოს” მოწოდება გულშემატკივრებს!
თბილისის სპორტის სასახლის სალაროები 27 ივნისს გაიხსნება
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით