ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული დააყენა:
გიორგი ცინცაძე, ტედ მაკფადენი, მერაბ ბოქოლოშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი.
პირველი მეოთხედი სერბების გამარჯვებით ანგარიშით 18:11 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ძირითადად შეტევის ბოლო ფაზაში უჭირდა. რაც შეეხება მაკფადენს, პირველი სამქულიანის შემდეგ, ამერიკელმა ზედიზედ სამი სროლა გააფუჭა და ზოგადად თამაში არ წაუვიდა.
მეორე მეოთხედში ქართველ კალათბურთელებს ტოტალური უიღბლობა დაემართათ. მეოთხედის დაწყებიდან დაახლოებით 7 წუთი ბურთი კალათში ვერ
საბოლოოდ ქართველებმა პირველი ტაიმი დიდი სხვაობით 18:37 წააგეს.