მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფური სტადიის დასრულების შემდეგ ფიბა-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების პოზიცია რეიტინგში უცვლელია - ჩვენები კვლავინდებურად 26-ე ადგილზე არიან, ევროპაში კი მე-16 ადგილი უკავიათ.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შემდეგ პოზიცია უკავიათ: საბერძნეთი - მე-9, ისრაელი - 35-ე, ესტონეთი კი - 47-ე.
ფიბა-ს რეიტინგის მოწინავე ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. აშშ
2. ესპანეთი
3. საფრანგეთი
4. სერბეთი
5. არგენტინა
6. ლიტუევა
7. სლოვენია
8. ხორვატია
9. საბერძნეთი
10. ავსტრალია
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით