საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება მეტ ჯენინგსთან დაკავშირებით

AutoSharing Option
უცხოურ და ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ესპანური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის ამერიკელი ლეგიონერი მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

altესპანური პრესა: "ბასკონიას" კალათბურთელი მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

ესპანური კლუბის ხელმძღვანელის კომენტარით, ჯენინგი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას.

ამ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შემდეგი განცხადებით ეხმაურება:

"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსისა და სამწვრთნელო შტაბის შეთავაზებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ მოთამაშესთან, მეტ ჯენინგთან, რომელიც მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას.

კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ საქართველოს

მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და ელოდება ჯენინგისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას.

ფიბა-ს მიერ დადგენილ ვადაში, 1-ელ სექტემბრამდე თუ მოესწრო ნაკრების განაცხადში მეტ ჯენინგის დარეგისტრირება, ის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
რას ქვია თუ მოესწრო? რომ არ მოესწროს ერთი კარგი აქცია ჩვენზე იყოს იუსტიციასთან? /ან ვისი ბრალიც იქნება/
კოლია ახობაძე
14:58 23-08-2018
1
შესანიშნავი კალათბურთელია, ძალიან მაღალი სიზუსტით ისვრის 3 ქულიანებს, თან შენგელიას იცნობს და გუნდში ადაპტაციას მალე გაივლის
გულშემატკივარი
16:11 23-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული