ზაზა ფაჩულიას სახელით მისმა ბუღალტერმა 800 ათასი მიითვისა

AutoSharing Option
Sentinel-ის ცნობით, ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას და მისი მეუღლის სახელით მათმა ყოფილმა ბუღალტერმა რენდი დი უსოუმ 800 ათასი დოლარი მიითვისა.

ამ 62 წლის ქალბატონს ბრალი ორი მუხლით წარედგინა - სახელმწიფო ქონების მითვისება და პირადი ინფორმაციის მოპარვა. პირველი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ჯარიმას, მეორე კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

62 წლის უსოუმ აღიარა დანაშაული, საპროცესო გარიგების თანახმად 3 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს და 618.45 დოლარის გადახდა დაეკისრა.

ის ვაშინგტონში Randy Usow Accounting-ის მფლობელია, ზაზა 2004
წელს გაიცნო, ხოლო თანხა 2011-2015 წლებში მიითვისა თაღლითურად.

ფაჩულიამ და მისმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, რამეთუ საბუთებში რეალური შემოსავალი 164 ათასი დოლარი იყო მითითებული, დანარჩენს კი რენდი თავის ანგარიშზე რიცხავდა.

შარშანწინ ფაჩულიებმა დი უსოუს სასამართლოში უჩივლეს, მაგრამ მან დაარწმუნა, რომ ვითარებას გამოასწორებდა.

altგამარჯვებულის მენტალიტეტი, მაღალი IQ - "დეტროიტის" საიტი ზაზა ფაჩულიას აფასებს და მის როლზე საუბრობს

altსიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორი მადლობელი ვარ - ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დაემშვიდობა

altზაზა ფაჩულია "დეტროიტ პისტონში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზას ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს რასაც გამოიმუშავებს, მაგრამ როცა იმდენი გაქვს შემოსავალი ამ გაჭირვებული ქვეყნის შვილს, რომ 800,000 (!!!) დოლარის დაკარგვას კარგა ხანი ვერ ატყობ, (როგორც სტატიაში წერია) შენ აკადემიაში ბავშვის მომზადება 120 ლარი არ უნდა ღირდეს. თან იმ აკადემიაში, რომელიც სახელმწიფომ თუ არ ვცდები 49 წლიან მფლობელობაში უფასოდ გადასცა. და თან კიდევ იმ აკადემიაში, რომელიც საშინლად უხარისხოა, იმიტომ რომ ცოლის ნათესავებს აქვთ მიბარებული და ბოდიში, მაგრამ ერთ ადგილზე ჰკიდიათ! (თავად მაქვს გამოცდილი იქაური "ბარდაკი") ჩემი აზრით ეს ძააალიან რბილად რომ ვთქვათ სამარცხვინოა!
Miriani
12:07 02-09-2018
0
კარგი მადა ჰქონია.თანხის დაბრუნებაზე არაფერი გამოვა?
სოსო
12:20 29-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული