"რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილნი დავრჩით. თუმცა, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, მეტადრე მესამე მეოთხედში. პირველ ტაიმში კი ვერ ვივარგეთ. პასიურები ვიყავით. მოწინააღმდეგე სამქულიანებს შესანიშნავად ისროდა.
ჩემი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შესვენების შემდეგ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ. მესამე პერიოდში დიდებულად ვითამაშეთ.
რატომ წავაგეთ? ბოლოს ჩვენი გუნდი დაიღალა. თან, მეტოქემ შეტევაში 17-ჯერ მოხსნა ბურთი. ეს გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ".
ილიას ზუროსი: მაგარი თამაში მოვიგეთ და საბერძნეთთან კიდევ უფრო მაგარი თამაში იქნება
საქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]