რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

AutoSharing Option
გუშინ, 13 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ისრაელს 85:80 სძლია.


პარალელურად, ჩვენს ჯგუფში ორი დაპირისპირება ჩატარდა და ორივე შედეგი ჩვენთვის საკმაოდ მისაღები გამოდგა.

ესტონეთის ნაკრებს ტალინში გერმანიის ნაკრები ეწვია და 43-ქულიანი უპირატესობით გაანადგურა, მათ ესტონეთი 86:43 დაამარცხეს. გუნდთან ერთად NBA-ს კალათბურთელი დენის შროდერი იმყოფებოდა, რომელიც საუკეთესო იყო (18 ქულა, 10 გადაცემა და 8 მოხსნა).

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა წარიმართა ჰერაკლიონში. საბერძნეთის ნაკრები სერბეთთან პირველ
მეოთხედში დამარცხდა, თუმცა დანარჩენი სამი მეოთხედი მოიგო და 70:63 იმარჯვა. საუკეთესო კალათბურთელი ბერძენი იოანნის ბურუსისი გახდა, რომელიც ჩინური "ჟეიჯანგის ლიონის" ღირსებას იცავს (9 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა).

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ თუ სერბეთმა ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა დათმო, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი უჩნდება, თუმცა ამისთვის ჩვენმა გუნდმა ყველა მატჩი უნდა მოიგოს.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 16 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და ბილეთების შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ასევე თქვენის ნებართვით ავღნიშნავ რომ მაინც საბერძნეთის მოგება სჯობდა, რადგან გერმანიას არ ეყოლება შემდეგ თამაშებში გუნდის უდალო ლიდერი შრიოდერი NBA დან და ასევე ვოიტმანი რომელიც ბასკონიის ცენტრია და ვერ მოახერხებენ ბერძნების ძლევას ჩემი აზრით.ასევე რადგან გაიმარჯვა საბერძნეთმა ჩვენთანაც ნაკლებ ძალისხმევას გამოიჩენს,სწორედ მაგიტოც არ ჩამოყავს პრინტეზისი და ბურუსისი, წაგების შემთხვევაში ჩამოიყვანდა და შემართებაც სხვა ექნებოდა.

ასევე ისრაელის ნაკრები არ არის ხელწამოსაკრავი. ეგეთ აზრი მუსირებს რადგანაც ჩვენ მოუგეთ.რამოდენიმე დღის წინ რუსეთის ნაკრები დაამარაცხა რუსეთში 20 ქულით. ვნახე თამაში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ასე რომ სერბებს იოლი გასეირნება არ ელით ისრაელში,თუმცა რა თქმა უნდა გამოკვეთილი ფავორიტები იქნებიან :(
joko
12:27 15-09-2018
0
რა თქმა უნდა გეთანხმებით, ჩვენი შანსები სადღაც 0.1 პროცენტის მიდამოშია :) უბრალოდ ოპტიმისტურ განწყობას ვიქმნით. რაც შეეხება 0.1 პროცენტს, აქ ვგულისხმობ იმას რომ სერბეთს ისრაელთან გაცილებით სუსტი გუნდი ეყოლება რადგან ძირითადად ევროლიგის კალათბურთელები ყავს და ვერ მოახერხებენ შემდეგ თამაშებში მონაწილეობას და ასევე ბოგდანოვიჩი NBA ში არის და მითუმეტეს ვერ მოახერხებს. ასე რომ ეს 0.1 პროცენტი არის რომ სახლში საბერძნეთთან და გასვლითი ისრაელთან წააგოს. ფანტასტიკის სფეროა და ასევე თუ დაუმატებთ ამას რომ ჩვენ ბერძნებს ორივე უნდა მოუგოთ :)). მაგრამ მაინც ჩვენი მიზანი უნდა იყოს ყველა მატჩის მოგება და თუ ეს გამოვა მე პირადად ჩავთვლი რომ გავედით მსოფლიოზე :)))
joko
12:16 15-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული