საბერძნეთის ნაკრები თბილისში ორი ლიდერის გარეშე ჩამოვა

AutoSharing Option
eurohoops.net-ის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, თბილისში საქართველოს ნაკრებთან მატჩში საბერძნეთს მისი ლიდერები გიორგიოს პრინტეზისი და იოანის ბურუსისი არ დაეხმარებიან. ამ ინფორმაციას ბერძენთა კალათბურთის ფედერაციის ტვიტერიც ადასტურებს.

ეს ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ ელადელებს ფინალურ ეტაპზე გასვლა პრაქტიკულად განაღდებული აქვთ და ვეტერანებს ასვენებენ.

სერბეთთან მატჩში (70:63) პრინტეზისმა 15 ქულა, ხოლო ბურუსისმა 9 ქულა ჩააგდო. ამას გარდა, ამ უკანასკნელმა 10-ჯერ მოხსნა ბურთი, 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მათ ნაცვლად
თბილისში იოანის ლარენტზაკისი და ევანგელოს მარგარიტისი ითამაშებენ.

შეგახსენებთ, მატჩი ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.

საბერძნეთის შემადგენლობა
ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი - 29 წლის/198 სმ)
კოსტას სლოუკასი (ფენერბახჩე - 28/190)
კოსტას პაპანიკოლაუ (ოლიმპიაკოსი - 28/204)
იოანის პაპაპეტროუ (პანათინაიკოსი - 24/206)
ტანასის ანტეტოკუონმპო (პანათინაიკოსი - 26/201)
პანაგიოტის ვასილოპულოსი (პერისტერი - 34/205)
ტილერ დორსი (ატლანტა ჰოუკსი - 22/196)
გიორგიოს პაპაგიანისი (პანათინაიკოსი - 21/218)
ევანგელოს მანტზარისი (ოლიმპიაკოსი - 28/196)
კონსტანტინოს მიტროღლუ (პანათინაიკოსი - 22/210)
იოანის ლარენტზაკისი (აეკი - 24/196)
ვანგელის მარგარიტისი (პაოკი - 35/203)

Sportall.Ge

alt რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

altილიას ზუროსი - საქართველოს "მეექვსე მოთამაშე", რომელიც სწრაფად აზროვნებს და თამამ გადაწყვეტილებებს იღებს

altსაქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მგონია რომ უნდა მოვიგოთ მთავარია სროლები წაგვივიდეს! ბერძნები გასულები არიან და წესით თავი არუნდა შეგვაკლან.
დდდ
19:41 15-09-2018
0
პრინტეზისი-ბურუსისი რომ არ ეყოლებათ ჩვენთვის მშვენიერია, მოხსნებში უკეთესი შანსები გვექნება, მაგრამ საბერძნეთიდან ყველაზე სახიფათოები მაინც ნიკ კალატესი და სლუკასი არიან, ამათი შეჩერება გაგვიჭირდება
გულშემატკივარი
18:03 15-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული