"ისრაელთან მაგარი თამაში მოვიგეთ. ეს კარგია, თუმცა ახლა უფრო ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება. გამარჯვება ძალიან ძნელი იქნება. საბერძნეთმა ხომ ამ ტურნირზე შვიდივე შეხვედრა მოიგო. ორიოდ დღის წინ სერბეთს სძლია.
გამარჯვების მოპოვების ერთადერთი ხერხი ბოლომდე ბრძოლაა. მე ჩემი ბიჭების იმედი მაქვს.
აგრეთვე გულშემატკივართა მხარდაჭერის მეიმედება, რომლებიც როგორც ყოველთვის, დარბაზს გაავსებენ და ბოლომდე დაგვიდგებიან გვერდში.
დიდი მატჩი გველის და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა".
ტანასის სკორტოპულოსი: საქართველოს ნაკრებს უნდა შოუ ჩაატაროს და დაგვამარცხოს
ეს ამ თამაშის შესახებ,მაგრამ თუ რადიკალურად არ გაუმჯობესდა ახალგაზრდებთან მუშაობა,რაც ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს ვუყურე,ვფიქრობ მომავალში არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს.მთელი ქართული კალათბურთის მომავლის ბასკონიაზე აკიდება,არა მგონია წარმატების გარანტია იყოს.ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს.