საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის
ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი
გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.

მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.

altილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

altბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია

altნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე

altმეტ ჯენინგი: ატმოსფერომ დიდი გავლენა იქონია თამაშზე

მკითხველის კომენტარები / 93 /
არვიცი რავთქვა.. ყველაფერი იყო, მთელი სული და გული იყო და ასეთი დასასრული მეარვცი.. პ.ს იმათ ვინც თამაშზე ვერ მოხვედით, ქართველი გულშემატკივარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, დარბაზში საოცარი გარემო იყო, საოცარი!
BIANKONERI
16 სექტემბერი 2018 23:15
0
ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გულშემატკივრების , ესეთი მაგარი ემოცია მე პირადად არ მახსოვს , სასწაული გარემო იყოო , მადლობა თითოეულ ქართველს , რომლისთვისაც დროშა , ჰიმნი და სამშობლო ყველაფერზე ძვირფასია . მიუხედავად დასანანი წაგებისა , ალბად ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება , თუმცა მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ არაერთი ასეთი ემოცია გველოდებ წინ , ოღონდ წაგების გარეშე .
ATP 31
17 სექტემბერი 2018 08:11
0
ამ თამაშის წაგება,არ ვიცი ეს მხოლოდ იმ გუნდს შეუძლია,ვისაც ცინცაძესნაირი კალათბურთელი ჰყავს,მერამდენედ აკეთებს ამას გიორგი,ჯერ დღევანდელ თამაშში და მერე საერთოდ სხვა დროსაც,სხვა მატჩებშიდაც ხშირად აქვს გაკეთებული ასეთი სისულელეები, ეს არის გუნდის და ქვეყნის ღალატი,ყოველგვარი ემოციების გარეშე ვამბობ ამას,ასევე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზუროსზე,შე კაი დედმამაშვილო,მწვრთნელი ხარ თუ მთხლე ხარ,მერამდენედ აკეთებს ამას ტიპი,ასეთ საპასუხიმგებლო წამებში,როგორ ენდბი მას,არც ალღო გაქვს,არც გამოცდილება,აბა რა ჯანდაბის მწვრთნელი ხარ ვერ გავიგე,როგორ შეიძლება ცინცაძეს მისცე შანსი გააკეთოს ის,რაც გააკეთა, დაადუმა მთელი საქართველო ტიპმა და დაგვიხეთქა გულები,სირცხვილია ეს ყველაფერი და თავზე ლაფის დასხმაა.
roma
16 სექტემბერი 2018 21:35
7
ცინცაძე გამეყვანა და იური გაგარინი შემომეყვანა?
ზუროსი
17 სექტემბერი 2018 09:07
1
ფაცაცია რა პროფესიისაა?
ddd
16 სექტემბერი 2018 21:25
1
ეს ის კაცია, კომბლებს, რომ თლის და ჭერში აწყობს!
ზაზა
16 სექტემბერი 2018 23:05
0
თოკო , დაივიწყე ის რაც დაგვემართა ბოლო წამზე ყველას ერთად და ღირსეულათ იარე თავაწეულმა, რადგან შენ ხარ ჭეშმარიტი პატრიოტი , ჯიგრიანი ქართველი და მისაბაძი პროფესიონალი . და გთხოვთ ყველას , რომ თავი შევოკავოთ ემოციებისგან , რადგან იმას რასაც თოკო განიცდის , ვერცერთი ჩვებთაგანი ვერ გაითავისებ იმ პასუხისგებლობას , პირიქით უნდა გავმხნევოთ და წარმატებები უსურვოთ ჩვენს ლომკაც ქართველ ლეონიდას .
ATP 31
16 სექტემბერი 2018 21:53
4
წერეთ ახლა ისევ ზუროსის სადიდებელი, ფარქვეშ არაფერი გამოსდიოდათ ბერძნებს და პერიმეტრიდან გვიტევდნენ მხოლოდ და ჩვენ ვერ ავწიეთ ხაზი და 8 ნომერზე ოდნავ ვერ მივიწიეთ ახლოს მთელი თამაში. 24 წამი გვეწურებოდა ხშირად და ფაცაცია რომ არ უნდა გამოეყვანა და სხვანაირი გადაწყობით დაესვენებინა ცინცაძე ეს მას უფრო უნდა ცოდნოდა მითუმეტეს პირველი შემთხვევის შემდეგ. ბოლოს კი როგორ უნდა მოახერხო ასეთი რამ: 1:28 წამში 0:7 ??? ბოლო 27 წამში ფარქვეშ შეტევის ნაცვლად, სადაც დიდი შანსია ჯარიმის აღების დგას გუნდი. და თუ დროის გაყვანას აპირებდნენ და ბოლოს ბურთის გადაგდებას (საერთოდ გადაეგდოთ მოედნის გარეთ ჯობდა) დაცვისკენ ხომ უნდა მდგარიყო გუნდი რომ სწრაფი შეტევა შეეფერხებინათ - საკუთარი 3 წამიანიდან წამოიღეს და ფარქვეშიდან ჩაგვიგდეს !!! პერომეტრიდან, საშუალოდან ჩაგდებით მოგებული ბევრი გვინახავს, მაგრამ ასეთი რამ??? ჩაიყარა წყალში ბიჭების მონდომება, ამას ვამბობდი ისრაელთან მოგების შემდეგ.
???
16 სექტემბერი 2018 21:10
3
-ზუროსმა წააგო ეს თამაში!!!
d. iokuzuna
16 სექტემბერი 2018 22:29
2
კარგი რა ცინცაძე, კარგი რა! მერამდენედ უნდა მოიქცე ესე უპასუხისმგებლოდ???
gioT
16 სექტემბერი 2018 21:05
2
ცინცაძე მოაშორეთ და მოიყვანეთ ვინმე უცხო რეებს აკეთებს ეს გადამწყვეტ მომენტებში თან მერამდენედ. პრაქტიკულად ამან წააგებინა თამაში გუნდს. სულ გულდაწყვეტილი როგორ უნდა ვიყო დავიღალე რაა
aleko
16 სექტემბერი 2018 21:51
3
წაგებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, სუბიექტურიც და ობიექტურიც... ჯარიმის აღება არასგზით შეიძლებოდა - მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე ტექნიკურს ვერ ავცდებოდით (ამდენი ტექნიკური ერთ მატჩში არც მახსენდება) და ეს გარანტირებული წაგება იყო... როცა ერთ ქულას იგებ, შეტებაზე მეტად დაცვა გჭირდება და ამ დროს ბოლო წამებზე ბურთს ისე კარგავ, რომ მეტოქეს შენს ფართან ორი ერთზე ტოვებ - ვინ გაპატიებს?!... რომც ჩაგვეგდო, ბერძნებს 3 ქულიანი მაინც უშველიდათ გასათანაბრებლად და ამ დროს ჩვენი ფარი მოშიშვლებული უნდა ყოფილიყო?!... არ ვუცდიდით ბერძნების სწრაფ შეტევას?!... რატომ აღარავის შერჩა უკან სასწრაფოდ დასაბრუნებელი ძალა და ენერგია?!... დაღლილები იყვნენ?!... რატომღაც, დასვენებულები რომ ყოფილიყვნენ... ჰოდა მთავარ სათქმელთანაც მივედით(ჩემი სუბიექტური აზრით, რათქმაუნდა).... დალოცვილო, როცა არაქათი გამოცლილი გაქვს, როცა მშვენივრად იცი შენი მოკლე სათადარიგო სკამის ამბავი და ასევე მშვენივრად იცი, რომ შეუცვლელი ხარ, იმის ნაცვლად, რომ ძალებს მოუფრთხილდე და ოდნავ მაინც სული მოითქვა, შენ რას აკეთებ?!... მთელი ძალით ხტები 100 კილოიანი კაცი და მეორე 100 კილოიანს მკერდით ასკდები როგორც მდედრის თავმოსაწონებლად ნაადრევად ატეხილი ორი მამალი ჯიხვი... რა საჭიროა ეს ქარიზმატული თვითგვემები, როცა შენი ერთი ხელის აქნევაზე მთელი დარბაზი ისედაც ფეხზე დგას?!... კალატესმა ლამის მარტომ დაგვამარცხა, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში ძარღვი არ შესტოკებია სახეზე, სამაგიეროდ თამაშის მერე ისიც და დანარჩენი ბერძნებიც ისე ხარობდნენ, გეგონება, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოეგოთ... ეს პროფესიონალიზმია... სწორედ ის პროფესიონალიზმი, რომელიც გენებში ვერავის ექნება, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში უნდა სწავლობდე და ხვეწდე... ეს ის პროფესიონალიზმია, რომლის გარეშე ნბა-ში არავინ მიგასუნინებს, ევროპაში სულაც ვარსკვლავებს რომ წყვეტდე ციდან და სწორედ შენგელიასა და ბითაძეს უნდა ჰქონდეთ ნბა-ში თამაშის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დასაბუთებული სურვილი და ამბიცია... ნბა-ში კი მეოთხედი მთელი ორი წუთით გრძელია და ხშირად გვინახავს, რომ იქაური ლიდერები ოვერტაიმშიც ისევე აგრძელებენ ფრენას, თითქოს იქამდე 4 მეოთხედი არც ეთამაშოთ... ზოგიერთი მათგანი მოცურავესავით ტანსაც კი იპარსავს, რომ ჰაერთან ხახუნის ძალა მინიმუმამდე დაიყვანოს და მთელი ძალა და ენერგია მხოლოდ სასრგებლო მოძრაობაზე დახარჯოს... სწორედ ასეთ მოთხოვნებს წაუყენებენ თორნიკე შენგელიას, რადგან მას ზოგიერთივით დრო არ სჭირდება ერთი ფარიდან მეორემდე მისვლაში, ნიჭთან და ქარიზმასთან ერთად ბარე ორ აფროამერიკელზე უკეთესი და იდეალურთან მიახლოებული ფიზიკური მონაცემები აქვს და სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მისგან მაქსიმუმს ამოიღებენ მთელი 48 წუთის განმავლობაში, იქამდე სკამის ხეხვა მოუწევს ნბა-ში, რაც უკვე გამოცდილი აქვს და აღარასგზით ვუსურვებ... გახსოვთ, როგორ დაიწყო თამაში?!... ეს იყო ბრწყინვალე ერთჯერადი შოუ, რომელსაც ბერძნები უნდა დაეთრგუნა და ქართველები გამარჯვების ჟინით აენთო და რომელმაც მშვენივრად იმუშავა ფაქტიურად მთელი მატჩის განმავლობაში... რატომ ვეღარ ვიხილეთ იგივე დარჩენილ დროში, გვაწყენდა?!... ასეთი "პარაშუტებ"-ის დაკიდება ცინცაძეს მთელი თამაშის განმავლობაში შეუძლია და ვიქტორ სანიკიძე სიბერეშიც კი ახერხებდა სტარტზე რამოდენიმეჯერ გაფრენას, მაგრამ მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ის შეუცვლელი არ ყოფილა, თორნიკე კი შეუცვლელია - მას დაღლის უფლება არ აქვს! მისი ლიდერობით ჩვენს ნაკრებს შეუძლია, ევროპის ნებისმიერ გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშოს და მის გარეშე კი მთელი თამაშის განმავლობაში მოპოვებული უპირატესობა გაანიავოს ან სულაც 40 ქულით დამარცხდეს უშუალო კონკურენტთან პრინციპულ ბრძოლაში... მეც და დარწმუნებული ვარ, ბევრ გულშემატკივარსაც, სწორედ ასეთი შოუების გამო გვიყვარს კალათბურთი და ერთი ასეთი მომენტის ყურება, იქნებ, მთელი მატჩის ყურებადაც გვიღირდეს, მაგრამ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ასეთი გაფრენებისთვის და შემდეგ მეტოქის ფარზე გაკეთებული აზიდვებისთვის მთელი თამაშის განმავლობაში ძალა ვერავის ეყოფა - ჩვენ კი ლიდერები მთელი თამაშის განმავლობაში გვჭირდება, სხვაფრივ არაფერი გამოგვდის, სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს... თორემ ბერძნები სულაც ულიდერებოდ ჩამობრძანდნენ და რა ახლოს ვიყავით ამ თავდაჯერებულად გაყოყოჩებული ჟესტისთვის ღირსეული პასუხის გასაცემად... საწყენად და მითუმეტეს, ნიშნის მოგებით არ ვწერ, გულისტკივილით ვწერ...

p.s. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და იმავდროულად ტრაგიკული მარაბდის ბრძოლა მხოლოდ იმიტომ წავაგეთ, რომ ნაადრევად ვირწმუნეთ გამარჯვება, შერჩენილი ძალები არ დავზოგეთ და ყიზილბაშების მაშველ ძალას ნაალაფარის დატვირთვაში ქანცგაწყვეტილები დავუხვდით. მარაბდა ისტორიაც არის და მწარე გაკვეთილიც. მარაბდა აღარ გვინდა. ჩვენ დიდგორზე უნდა ავიღოთ სწორება - სპორტშიც და ცხოვრებაშიც, შეუძლებელი არაფერია!!!
მ. ტ.
17 სექტემბერი 2018 12:56
1
მადლობა კვალიფიციური ანალიზისთვის. ნეტავ ჩვენი მწვრთნელები როდის შეძლებენ ასე ზუსტად თამაშის გარჩევას.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
17 სექტემბერი 2018 15:19
0
ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა შენებას!
ყანწი!
zaza
17 სექტემბერი 2018 19:55
5
ყველაფერი მინახია მარა ბოლოს ჯარიმა რატო არ აიღეს ჩვენებმა კალატესზე ცენრთან ახლოს. არვიცი რა ვთქვა უბრალოდ. ბაგა ბაღია ეგ ჩვენი კალათბურთი ხანდახან რაც შეეხება ნაკრებს ოთხადოთხი კაცი თამაშობს სამწუხაროდ და ცინცაძეც უკვე ოცდათორმეტი წლისარის ეს მისი ბოლო შესარჩევია ალბათ ნაკრებში მარა უბედურება ისარის მის გარდა რო არავინ არ ყავს დღესდღეობით მაგ პოზიციაზე ნაკრებს და საერთოდაც თუ გოგას არ ჩავთვლით თაობა უბრალოდ ისეთი კარგი აღარ მოდის როგორიც იყვნენ ფაჩულიას თაობა სამწუხაროდ ეს რეალობაა მშურს უკრაინელების ესპანეთი რო დაამარცხეს კეთილი შურით რათქმაუნდა მაგრამ ფაქტია ყველამ მიხედა მომავალ თაობას ჩვენ გარდა.
qutaiseli
16 სექტემბერი 2018 21:57
4
რატომ არ აიღეს ჯარიმა?ალბათ იმიტომ,რომ ცოტა ხნით ადრე,სრულიად სპორტული ჯარიმა,ცინცაძეს,არასპორტულად ჩაუთვალეს და ბერძნებს დამატებით ასროლინეს.მსაჯებმა შეცვალეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჩვენიც და ბერძნებისაც.მათ ფეხქვეშ საყრდენი იგრძნეს,ჩვენ კი თავდაჯერებულობა დავკარგეთ.გაიხსენეთ მსაჯებისაგან არევის შემდეგ,როგორ გაგვიფუჭდა ჯარიმების სროლაც.
სოსო
17 სექტემბერი 2018 10:14
2
გუშინაც ვწერდი და დილასაც.სასწაული გუნდია საქართველოს ნაკრები,მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია,კარგისაც და ცუდისაც.ამ საღამოს მათ თვალნათლივ დაამტკიცეს ჩემი სიმართლე.ძალიან მაგრად ითამაშეს ბერძნებმა მეორე ტაიმში,მაგრამ თამაში მაინც ჩვენ წავაგეთ,თან რა თამაში,ორჯერ მოგებული.თამაში,რომელიც ძალიან დიდხანს გვემახსოვრება.ჩვენ თუ 6 კაცით ვთამაშობდით,ბერძნები მეორე ტაიმში 8 კაცით თამაშობდნენ.მსაჯებმა ბერძნები თამაშში დააბრუნეს და შემდეგ უკვე მათაც ივარგეს.აქ ზოგიერთები ცინცაძეს აბრალებენ დამარცხებას,მაგრამ ეს ასე არ არის,როდესაც შეცვლაზე ფაცაცია შემოვიდა,ვნახეთ,რომ ბერძენი მცველები მას ძალიან სჯობნიდნენ და ბურთი ვერ გადაგქვონდა.ზუროსი იძულებული გახდა ისევ გიორგი შემოეშვა და ორი ძალიან მაღალი კლასის ბერძენი მცველის წინააღმდეგ ბრძოლაში,გიო ძალიან დაიღალა.დაღლის შედეგი კი შეცდომებია.ასე ემართება ყველას და მათ შორის გიოსაც.მიუხედავად წაგებისა,ენა არ მომიბრუნდება ჩვენს ნაკრებზე რაიმე საყვედური ვთქვა,ყველამ ყველაფერი გაიღო გამარჯვებისათვის და ამიტომ მადლობა მათ.ბერძნების მწვრთნელმა განაცხადა,ქართველებს შოუს მოწყობა უნდათო და მართლაც შედგა დაუვიწყარი შოუ,ტრაგიკული დასასრულით
სოსო
16 სექტემბერი 2018 21:31
0
ელემენტარული იყო - არ უნდა ესროლა, დრო სულ რომ ამოწურულიყო - ის ჯობდა
გიორგი
16 სექტემბერი 2018 22:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული