ილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთთან დამარცხების (85:86) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, მათ დიდი სამუშაო გასწიეს. სამწუხაროდ, კალათბურთში ხდება ასეთი რაღაცები და გარკვეული შეცდომების გამო ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც ახლოს იყო.

თითოეულმა კალათბურთელმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა და თავი ბოლომდე წარმოაჩინა, თუმცა მაინც წავაგეთ.

სპორტის სასახლეში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და ამით კმაყოფილი ვარ, მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. მათ აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში წარმოჩინდა ახალგაზრდა კალათბურთელების შესაძლებლობები და საქართველოს ნაკრებს
აქვს მომავალი. ჩვენმა გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა.

მეტოქის კალათბურთელები ტოპ-ლიგებში თამაშობენ, თუმცა მათ არაფერი არ დავუთმეთ. ეს კალათბურთია და 1 ქულამ ყველაფერი გადაწყვიტა.

დიდი სამუშაო გავწიეთ და მოკლე პერიოდში მაქსიმალურად მოვემზადეთ. ჩვენ გვყავს კარგი კალათბურთელები: გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და ა.შ.

სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს".

altდრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულით დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 24 /
ამ ეტაპზე ბერძნებისთვის არცეთ შემთხვევაში არ უნდა მოგვეგო.პირველ რიგში ჩვენი ნაკრების მწრთვნელის ზუროსის ფაქტორით.ბერძნები ხომ ამ მოგებით მსოფლიოზე გავიდნენ.საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია.
გიოშა
02:47 19-09-2018
0
კოკოშკოვის დროს რაც გუნდი იყო იმის მესამედი არარის დღევანდელი ნაკრები და იმ ნაკრებს უფრო კვალიფიციური მწვრთნელი მსოფლიოზეც გაიყვანდა როგორც ეს უკრაინელების ამერიკელმა მწვრთნელმა მოახერხა აი ის ნაღდად იყო მაღალი დონის მწვრთნელი.თორე კოკოშკოვის დროსარიყო აქ ერთ ამბავში რო იყავით აქაოდა ბელგიანსთან ორვე თამაში როგორ წააგოდა ჯგუფში როგორ ჩარჩაო მერე სულზე მოგვისწრო ფორმატის შეცვლამ და საჩუქრად მივიღეთ ევროპის ფინალური ეტაპი ესეც ბალტიელების და იტალიელების დამსახურება იყო და არა კოკოშკოვის. რატო ვიცით ადამიანების გაიდეალება და ბელადებათ წარმოსახვა არმესმის.აგერ უკრაინამ ესპანეთი დადო ბეჭებზე და რაუნდა თქვას ეხლა მათმა მწვრთნელმა.რაო ოთხი კაცით თამაშობდა მეტი რას ითხოვ კალათბურთელები არაგყავს საშუალო ევროპული დონის უკვე ისეა ნაკრებში საქმე მალე ზუროსს მოუწევს თამაში მოედანზე შენგელია ლეგიონერი ბითაძე და სანაძე დაგვჩება მეტი არავინ დიდი ალბათობით ცინცაძე და მანუ წავლენდა ვინ გჩება შენგელია და. შერმანდინი ევროლიგის გამო ფაფუ.
qutaiseli
12:45 17-09-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული