კოსტას სლუკასი: საქართველოს ნაკრებმა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა - ეს დიდი და გასაოცარი ფინალი იყო

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხებით გამოწვეული სიხარული ვერ დამალა ბერძენთა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კოსტას სლუკასმა.

"ეს დიდი და გასაოცარი ფინალი იყო. მატჩი კარგად არ დაგვიწყია. მეტოქემ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა. ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ გახლდათ. თუმცა, მთავარია მოვიგეთ და მიზანს მივაღწიეთ.

ძალიან რთული შეხვედრა იყო. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გავინაღდეთ, რაც  დიდი პატივია. ტურნირზე საუკეთესო ფორმაში ვიქნებით და თავს უკეთ წარმოვაჩენთ".

altდრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული