პაპანიკოლაუ გადამწყვეტი ბურთის ჩაგდებაზე: არ ვიცი, არაფერი არ მახსოვს, დერეფანი ცარიელი იყო

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩის უკანასკნელ წამზე საქართველოს ნაკრებს ბურთი კოსტას პაპანიკოლაუმ ჩაუგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ის ამ შეხვედრაში ელადელებს 15 ქულით და 5 მოხსნით შეეწია და გადამწყვეტი ბურთის ჩაგდებამდე სამქულიანიც ზუსტად სტყორცნა.

ნამატჩევს "ოლიმპიაკოსის" კალათბურთელი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.

"პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. საქართველო გვჯობდა. თუმცა, ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ. შესვენებაზე გასახდელში სერიოზული საუბარი გვქონდა. გადავწყვიტეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საკითხი არ გადაგვედო. არ იყო საჭირო პრობლემის მოგონება
და ახალი თავგადასავალის ძიება. უფრო მკაცრად ვითამაშეთ დაცვაში და ამან იმუშავა. ეს მოულოდნელობის ეფექტი გახლდათ.

რა მოხდა ბოლოს? არ ვიცი, არ მახსოვს... დავინახე, რომ ნიკმა (კალატესმა - რედ.) პასი მომცა, დერეფანი ცარიელი იყო და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რაც შეიძლება მალე ჩამეგდო ბურთი, რადგან დრო იწურებოდა. მოვიგეთ, ბედნიერები ვართ და ყველაფერი კარგადაა - ჩვენ ჩინეთში მივემგზავრებით".

altკოსტას სლუკასი: საქართველოს ნაკრებმა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა - ეს დიდი და გასაოცარი ფინალი იყო

altდრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული