მან 31 წუთში თავის გუნდს 24 ქულა შესძინა, 12-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
კლუბის საიტი გამარჯვებაში გოგას დამსახურებას აღნიშნავს და იმასაც უსვამს ხაზს, რომ ქართველი ლეგიონერი პარკეტზე საუკეთესო იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა გუნდის კალათბურთელმა ტომისლავ ზუბჩიჩმა 29 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, სპარინგებში ბითაძემ პრიმორიეს "სპარტაკს" 17, ხოლო "დინამიკს" 9 ქულა ჩაუგდო.
გოგა ბითაძემ რუსულ "სპარტაკ პრიმორიეს" 17 ქულა ჩაუგდო და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე გოგა ბითაძემ "ბუდუჩნოსტთან" ორმაგი დუბლი შეასრულა